“ბარსელონას” ყოფილმა ჩილელმა ფეხბურთელმა, არტურო ვიდალმა Twitch-ზე ჟერარ რომეროსთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ბრაზილიაში გადაბარგებაზე:
ბრაზილიურმა ფეხბურთმა გამაკვირვა. აქაურ სტადიონებზე თამაში, ქვეყანაში მოგზაურობა… ყველაფერი უფრო რთულია.
ტენიანობის გამო “ატლეტიკო პარანაენსე” ხელოვნურ საფარზე თამაშობს, რის გამოც აქ ფეხბურთი უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა მოედნებზე.
ვიტორ როკეზე:
ვიტორ როკე ძალიან მშვიდი და კონცენტრირებული ბიჭია – ნამდვილი მანქანა. იგი ყველას უსმენს, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ვიტორი “ბარსელონაში” ადაპტაციას მარტივად გაივლის. როკემ კლუბზე მკითხა. ის ესპანურს უკვე სწავლობს.
აქ უმეტესად ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებსაც გამოცდილი ფეხბურთელების რჩევები სჭირდებათ. ძალა, რომელსაც მათ გადავცემთ, ახალგაზრდებს ეხმარებათ, ფანებისგან მიღებულ ზეწოლას გაუმკლავდნენ.
“ბარსელონაში” გატარებულ დროზე:
“იუვენტუსსა” და “ბაიერნში” უბედნიერესი წლები გავატარე. იქ შესანიშნავ ფეხბურთელებსა და ხალხს შევხვდი.
“ბარსელონაში” გადასვლა ჩემთვისა და კლუბისთვის მნიშვნელოვანი იყო. გუნდს “ბაიერნიდან” კარგ ფორმაში შევუერთდი და 2 დიდებული წელი გავატარე. “ბარსა” ბედნიერმა დავტოვე.
კატალონიურ გრანდში ყველაზე მეტად ჟორდი ალბას, ბუსისა და მესის დავუმეგობრდი, მაგრამ სხვებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა.
“რეალ მადრიდის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მომწონდა. საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ “ელ კლასიკოში” ანგარიში 5-1 გამეხადა. მადრიდელებს “იუვენტუსსა” და “ბაიერნში” თამაშის დროსაც გავუტანე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
ქინგს ლიგაზე:
პიკეს უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მზად ვარ, ამერიკის ქინგს ლიგაზე ვითამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ჟერარი ჩემით დაინტერესებულია.
ქინგს ლიგა ძალიან მომწონს. ახალგაზრდა მოთამაშეები შესანიშნავ სანახაობას დგამენ.
ვარცხნილობასა და სამომავლო გეგმებზე:
როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, თავს გადავიპარსავ, რადგან მწვრთნელობას ვაპირებ და ვარცხნილობას შეცვლა მმართებს.
ყველაზე მეტად 4-3-3 სქემა მომწონს და როდესაც მწვრთნელი გავხდები, სწორედ ამ ფორმაციას გამოვიყენებ. მინდა, ნახევარმცველებმა შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
ჩემს გუნდს სწრაფი გარემარბები, შემტევები, მაღალი ცენტრფორვარდი და შეტევაში აქტიური შუახაზელები უნდა ჰყავდეს. ასევე, საყრდენი, რომელიც თამაშს გააკონტროლებს – ბუსკეტსისა და პირლოს მსგავსი.
ცოტა ხნით ადრე ვიდალმა კატალონიური გრანდიდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა და კომენტარი ლეო მესიზეც გააკეთა.
კატალონიურ გრანდში ყველაზე მეტად ჟორდი ალბას, ბუსისა და მესის დავუმეგობრდი, მაგრამ სხვებთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა.
აბა გავისთან და იამალთან ხო არ იმეგობრობდი, შენი ტოლები ეგენი იყვნენ.
ერთერთი უიღბლო და დაუფასებელი ფეხბურთელი