მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა დაპირისპირება არგენტინასა და ჩილეს შორის. მასპინძლები თავიდანვე აქტიურად უტევდნენ და ამან შედეგიც გამოიღო: უკვე მე-8 წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა ანგარიში. მალევე, 26-ე წუთზე ლიონელ მესი, რომელიც უკვე მონატრებული იყო ნაკრებში გოლს, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და იგი უშანსოდ დატოვა. მეორე ნახევარიც კვლავ იგივე სცენარით გაგრძელდა და საბოლოო ჯამში იგუაინმა ჰეთ-თრიკი გაინაღდა. მოწინააღმდეგე გუნდიდან კი-ერთადერთი, პრესტიჟის გოლი ფერნანდესმა შეაგდო.

 

არგენტინა: ანდუხარი, ბურდისო, ოტამენდი, საბალეტა, როხო, სოსა (სალვიო 80), ბანეგა (რინაუდო 72), დი მარია (გუტიერესი 85), ბრანია, მესი, იგუაინი.

ჩილე: ბრავო, პონსე, ხარა, ვიდალი, ფერნანდესი (ხორკერა 81), ვალდივია, კარმონა, ისლა, ბოსეჟური (გონსალესი 55), პინილია (ვარგასი 55), სუასო.

 

გოლები: 1:0 იგუაინი (8′), 2:0 მესი (26′), 3:0 იგუაინი (52′), 3:1 ფერნანდესი (59′), 4:1 იგუაინი (63′)

 

მიმოხილვა


 
 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში