რამდენიმე საათის წინ MLS-ში ლიონელ მესის დებიუტი შედგა და ეს ისე მოხდა, როგორც ლეოს ეკადრება.
“ინტერ მაიამის” MLS-ის ბოლო 11 შეხვედრაში მოგება არ ჰქონდა, ამ 11 მატჩიდან კი ფლორიდელებს 8 წაეგოთ. გასაკვირი არაა, რომ გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.
23-ე ტურში “ინტერ მაიამიმ” “ნიუ იორკ რედ ბულზი” სტუმრად 2-0 დაამარცხა. მესი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა და 89-ეზე გოლიც გაიტანა. თავად გოლი ერთი შეხედვით მარტივი გამოვიდა, მაგრამ კომბინაციის დროს ლეომ ისეთი პასი გააკეთა…
სრულად ითამაშა ჟორდი ალბამ, სერხიო ბუსკეტსი კი მოედანზე ლეო მესისთან ერთად შევიდა.
23 თამაშის შემდეგ “ინტერ მაიამი” კონფერენციის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. დარჩენილ 10 თამაშში მაიამელებს 11 ქულის ამოქაჩვა მართებთ იმისათვის, რომ ფლეი ოფში გავიდნენ და ტიტულისთვის იბრძოლონ.
nika 54,
მადლობა ყურადღებისთვის!
CHEPE,
≈=============
მესი ბარსას ნაწილია და იქნება ყოველთვის და შესაბამისად სულ დიდი ინტერესით გავხსნი მასზე დაწერილ სტატიებს
საოცარი პასი იყო! არანორმალური.
სავარაუდოდ მერეც..
ძალიან მარტივია, მასზე სტატიას რომ დაინახავთ, საერთოდ ნუ გახსნით, გაატარეთ, რა პრობლემაა!!!
ბევრს არ უყვარს მესი ისე როგორც მე მაგრამ ყოველ მის გოლზე აქ სტატიები მოსაბეზრებელია
ჩემპიონატში გაიტანა პირველად აქამდე თასებზე თამაშობდა რაც ითამაშა ანუ და მოიგო აქეთ მეორე ფინალშია
იმიტომ რო ეს მლს-ს თამაშში მოხდა ანუ ჩემპიონატის, მანამდე ყველა თამაში თასებზე იყო.
ვუყურებ და ვფიქრობ რა შეიძლება ამ კაცმა აწი გააკეთოს ისეთი რამ რაც არ გაუკეთებია ჯერ და ჰოპ ისეთ რამეს მოიგონებს და ისეთ რამეს გააკეთებ პირდაღებული უყურებ ხოლმე.ჩემამდე არ დადის ეს კაცი როგორ ვერ დავიბრუნეთ
ჩემთან იხსნება ჩვეულებრივ
არაა ძმა ჩემთანაც მასე შვება,ჭედავს ძაან და გვიან იტვირთება
mesimania.ge
ერთი გამაგებინეთ ამ და მსგავს ვიდეოებს მარტო მე ვერ ვხსნი თუ თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ. არ იხსნება არც მობილურზე და არც კომპიუტერზე.
მაიამიც კი ბარსაზე ლაღად და ლამაზად თამაშობს 🤦🏻♂️🤦🏻♂️ ლაპორტას ოჯახს მოეალერსა უმტიტი, ჩვენ ყველა შემტევს ერთად აღებულს ბებერი მესი ჯობია, ნუ არც არც ალბა და ბუსი არიყვნენ გასაშვები, იმიტომაცაა ახლა მკვდარი შეტევა , გუნდში კრეატივი არაა, ბალდე არა ბანანი კიდე, ალბას კრეატივთან კლასთან და ინტელექტთან ახლოსაც ვერ მივა ვერასოდეს, არადა ახლა ჟორდიზე უკეთეს ვის დაისვამდი სკამზე, ალონსო რო მოათრევ და ალბას გაუშვებ არც უნდა გაგიკვირდეს ეს ჩა&მა თამაშები
რა პასი გააკეთა ეს რა იყო ამის გარდა ამ პასს ვერავინ მოიფიქრებდა
ემელესის თასიღა დარჩა . გიჟია მაგასაც აიღებს 🤣🤣🤣