ბარსელონა-კადისი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-კადისი | მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონამ” ლა ლიგის გათამაშება ისევ უგოლო თამაშით დაიწყო, ანუ ჩავის გუნდი ისევ ჩემპიონობას უმიზნებს. ამ მიზნის დასადასტურებლად კი დღეს აუცილებლად მოგებაა საჭირო, თუნდაც სერიოზული დანაკლისით.

ყველა დონეზე დადასტურდა, რომ პირველ ტურში “ბარსელონას” მსაჯებმა 2 ქულა ჯიბიდან ამოაცალეს, თუმცა ეს უკვე წარსულია, არბიტრების კრიტიკა აკრძალულია (რის გამოც ჩავი ორმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის) და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად ჩემპიონები გავხდეთ.

სათამაშო ფორმა

პირველ ტურში “ხეტაფესთან” “ბარსას” მიერ ნაჩვენებ თამაშზე ბევრად უარესებიც გვინახავს და ბევრად უკეთესებიც. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა თამაში, შეტევის ყველაზე მეტად გამამწვავებელ რაფინიას ნერვები რომ მოეთოკა და ხელების უშნოდ ქნევა არ დაეწყო.

წინასასეზონო მზადებისა და ერთი ოფიციალური თამაშის გათვალისწინებით “ბარსა” იდეალურ ფორმაში ნამდვილად არაა, მაგრამ კატალონიელებს ამ მხრივ არც სერიოზული პრობლემები აქვთ.

“კადისმა” სეზონი წარმატებით დაიწყო და 1989 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ ეს გუნდი ცხრილში “ბარსაზე” წინაა. 34 წლის წინაც ასეთი შემთხვევა პირველი ტურის შემდეგ იყო დაფიქსირებული.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სერხიოს გუნდმა “ალავესი” საკუთარ კედლებში 1-0 დაამარცხა.

დანაკლისი

“ბარსელონას” დიდი დანაკლისი აქვს. ტრავმირებულია რონალდ არაუხო, დისკვალიფიცირებულები არიან რაფინია და მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი, ხოლო ინიგო მარტინესისა და მარკოს ალონსოს ლა ლიგაში დარეგისტრირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

“კადისი” კატალონიას ჩუსტის, ბრიანის, ესკალანტეს, ხორხე მერესა და სერხი გვარდიოლას გარეშე ეწვია.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა “ბარსას” აქვს.

ამ გუნდებს შორის გამართულ 30 თამაშში “ბარსელონას” 21 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი, 65 გატანილი და 18 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

2020-2022 წლებში “ბლაუგრანას” “კადისთან” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ სეზონში სტუმრად 4-0 გამარჯვებით დასრულდა, რასაც კატალონიელებმა შინ 2-0 მოგებაც მოაყოლეს.

საკუთარ კედლებში “კადისთან” გამართული 15 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 12 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დათმო.

არბიტრი

შეხვედრას ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისი 32 წლისაა. მან მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2021 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.6 ჯარიმასა და 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.24 ყვითელ და 0.39 წითელ ბარათს უჩვენებს. რუისის მიერ განსჯილი თამაშების 54%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 27%-ში – სტუმრები.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “კადისის” თამაშებში:

ბარსელონა კადისი
თამაში 2 8
მოგება 2 1
ფრე 0 3
წაგება 0 4
მოგების % 100% 13%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 0 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 0 4
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 3
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 0 4

სტატისტიკა

  • “ბარსელონამ” “კადისთან” გამართულ ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
  • ამ გუნდებს შორის 21-ე საუკუნეში კატალონიაში გამართულ 4 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ლა ლიგის გასულ გათამაშებაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მხოლოდ 4 გოლი გაუშვა;
  • “კადისის” მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “კადისს” ლა ლიგის ბოლო 11 გასვლით თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.22 ანიჭებენ, რაც მოგების 82%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 70%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“კადისთან” თამაში გვიჭირს, ამიტომ “მონჟუიკზე” გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, გიუნდოგანი, პედრი, ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, ტორესი, ლევანდოვსკი, პედრი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, პედრი, აბდე, ლევანდოვსკი, გიუნდოგანი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, პედრი, გიუნდოგანი, ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-1
  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 4-1
  • 90min: 2-0
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 20 აგვ 2023, 17:06

    ციტატა: Chico
    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა


    ჩემთან არაფერი მსგავსი.

  • რივალდო-მესი
    schedule 20 აგვ 2023, 15:21

    ლევანამ თუ დღესაც ჩააჭყაპუნა უნდა გადაჯდეს სკამზე და ფატი ცხრიანზე.

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2023, 14:48

    იმედია ალეხანდრო მუნის რუისი საქმის კურსშია რა დაემართა მის წინამორბედს ბარსაზე 100%-იანი პენალტის არ დანახვაზე?

    ციტატა: Chico
    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა


    კარგად თუ დააკვირდები ზედა მარჯვენა კუთხეში ოდნავ შესამჩნევი ჯვარი ჩანს, და ამით წაშლი, თუ რა თქმა უნდა სმარტფონით ხარ შემოსული.

  • ოთიკო
    schedule 20 აგვ 2023, 13:03

    nikusha, რეკლამის ზედა მარჯვენა კუთხესთან დააჭირე

  • Chico
    schedule 20 აგვ 2023, 12:07

    მეგობრებო, ერთი გამაგებინეთ, ეს უაზრო რეკლამა მარტო მე მიშლის თუ თქვენთანაც ჩნდება? ვერაფრით ვერ ვაშორებ. გამოვდივარ საიტიდან და თავიდან შევდივარ, და ისვ ჩნდება. არც თავისით ქრება და ვერც მე ვერ ვაშორებ. კითხვის საშუალებას არ იძლევა. ადმინისტრატორმა ეს იცის რა თქმა უნდა, მაგრამ არაფერს ცვლის. ეტყობა ასე აქვს სარეკლამო კონტრაქტში ჩაწერილი. გთხოვთ დაწერეთ თუ ვინმემ იცით როგორ უნდა მოშორდეს რეკლამა. ეხლა ხუთჯერ მომიწია გასვლა და თავიდან შესვლა

  • nikusha
    schedule 20 აგვ 2023, 11:50

    ტერ შტეგენი
    რობერტო-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
    დე იონგი-რომეუ-პედრი
    ფერან ტორესი-ლევანდოვსკი-გავი