სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ბარსა ოთხმა ფეხბურთელმა დატოვოს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ბარსა ოთხმა ფეხბურთელმა დატოვოს

Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “ბარსელონა”, შესაძლოა, კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვოს. 

ამავე წყაროს ცნობით, კლუბისთვის პრიორიტეტი უსმან დემბელე გაშვებაა, ვინაიდან, თუ ის გუნდს მომდევნო 72 საათის განმავლობაში არ დატოვებს, კატალონიელები ტრანსფერების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. თანაც, მისი ხელფასი ძალიან მაღალია, და, ყველაფერთან ერთად, თუ ფრანგი იანვარში არ წავა, “ბარსა” ზაფხულში მას უფასოდ დაკარგავს.

კატალონიური გამოცემის თანახმად, წასვლის კანდიდატები არიან ინიაკი პენია, ოსკარ მინგესა და რიკი პუჩიც. პენიას მთავარი მსურველი “გალათასარაია”, რომელსაც “ბლაუგრანასთვის” კარგად ნაცნობი დომენეკ ტორენტი წვრთნის (“ბარსელონაში” პეპ გვარდიოლას ყოფილი ასისტენტი); მინგესას მიმართ ინტერესს კი ბოლო პერიოდში “ბორდო” და “ვალენსია” გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 8 თებერვალს იხურება, რაც ინიაკის “გალათასარაიში” გადაბარგების შანსებს ზრდის. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    29 იან 2022, 14:02

    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, დემბელე ესე ადვილად შეელიოს დათბუნებულ ადგილს.

  • shu1987
    28 იან 2022, 23:27

    წლებია ლაზარეთში ყოფნით და უდისციპლინობით ხო აზარალა გუნდი(უდისციპლინობის გამო იყო ამდენი ტრანმვაც), პლიუს კოლოსალური ხელფასი არაფერში , იმხელა გადახდილი ფული ტრანსფერში და ახლა ბოლომდე პროჩობს ამის დემბელე კიარა მართლა შლანგიც არაა თორე შლანგს მაინც გამოიყენებდა ჩავი…

  • EL MAESTRO 6
    28 იან 2022, 21:24

    ზღაპარია 4 ფეხბურთელის გაშვებას ვერ მოვასწრებთ, დემბელე გავუშვათ რაც მთავარია, პენიას გაშვებას ნეტუ გავუშვათ ჯობია, პუჩი და მინგეზა კი იჯარით გავუშვათ