დღეს “ბარსელონამ” ილქაი გიუნდოგანი ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
გერმანელმა 22-ნომრიანი მაისურის აღება გადაწყვიტა, რადგან ეს ნომერი მისთვის განსაკუთრებულია – ილქაი პროფესიონალურ კარიერიაში თავისი პირველი კლუბის, “ნიურნბერგის” შემადგენლობაში სწორედ აღნიშნულ ნომერს ატარებდა.
ამის შესახებ გიუნდოგანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა:
ჩემი ძველი და ახალი ნომერი – 2️⃣2️⃣
კარგი მოგონებები წარსულიდან ❤️ … და დარწმუნებული, რომ “ბარსელონასთან” ერთად წარმატებული სეზონი მელოდება. ვიწყებთ… Força Barça! 💙❤️
𝐎𝐮̈𝐫 𝐧𝐮̈𝐦𝐛𝐞𝐫 𝟐𝟐 pic.twitter.com/93Us21iWtk
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 12, 2023



ნომერს რა ჭკუა აქვს მთავარია თამაში წაუვიდეს.
ერთადერთი "სახელოვანი" ფეხბურთელი, რომელიც ბარსამ მოიყვანა წელს.
რაც გინდა ის დაიწერე მთავარია ისევ ის ფეხბურთი ითამაშე რაც სიტიში იყავი ჩემო ილქაი😎