გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” მექსიკურ Mountain Nazca-სთან კომპანია Barca Studios-ის 49%-ის მიყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. მათთვის, ვინც “ბლაუგრანას” ეკონომიკურ ბერკეტებში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევა, ეს ინფორმაცია გასაკვირი უნდა ყოფილიყო.
საქმე ისაა, რომ “ბარსას” Barca Studios-ის 49% უკვე მიყიდული აქვს კომპანიებისთვის Orpheus Media და Socios (24.5% თითოს). ხელმძღვანელობას კლუბის წევრებისგან მხოლოდ 49%-ის გაყიდვაზე აქვს თანხმობა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 51%-დან “ბარსა” ვეღარაფერს გაყიდის.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლა ლიგა “ბარსას” ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას მისცემს. ეს ინფორმაციაც გასაკვირია, რადგან გასული წლის ნოემბერში მიღებული ცვლილებების შემდეგ ლა ლიგა ეკონომიკურ ბერკეტებს სახელფასო ჭერის დადგენის დროს არ ითვალისწინებს და რაც არ უნდა გაყიდოს “ბარსელონამ”, ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მოთხოვნების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
რა ხდება სინამდვილეში?
იმ კომპანიებს, რომლებსაც Barca Studios-ის 49% აქვთ ნაყიდი, თანხის ნაწილი, 60 მილიონი ევრო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გადაეხადათ, რაც ლა ლიგასთან შეთანხმებული იყო და ეს გადახდა “ბლაუგრანას” ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას მისცემდა. თუმცა Orpheus Media-მ და Socios-მა გადახდის გადავადება გადაწყვიტეს, რამაც “ბარსას” პრობლემა შეუქმნა.
როგორც ირკვევა, “ბარსელონამ” მექსიკურ Mountain Nazca-სთან შეთანხმებას მიაღწია იმ 49%-ზე, რომელიც კლუბს უკვე ნახსენები ორი კომპანიისთვის აქვს მიყიდული. გარიგების დასრულების შემთხვევაში “ბლაუგრანა” მექსიკელებისგან 180 მილიონ ევროს მიიღებს, აქედან 30 მილიონს ახლა, რაც კლუბს ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში Orpheus Media და Socios საქმიდან გავლენ და “ბარსელონა” მათგან ვეღარაფერს მიიღებს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი – ერთ-ერთი გერმანული კომპანია Orpheus Media-სა და Socios-ის მიერ ნაყიდი წილიდან 16%-ს შეისყიდის, რაშიც “ბარსას” 60 მილიონ ევროს გადაუხდის. ასეთ შემთხვევაში კატალონიელები ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებენ, Orpheus Media-სა და Socios-ს კი 16.5%-16.5% დარჩებათ და მათ “ბლაუგრანასთვის” თანხის გადახდის ვალდებულება შეუნარჩუნდებათ.
ორივე შემთხვევაში საუბარია არა ახალი ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედებაზე, არამედ უკვე გაყიდული აქტივების თავიდან გაყიდვაზე. ლა ლიგას ეს ოპერაცია დადასტურებული აქვს, რის გამოც “ბარსელონას” ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე უარს ვერ ეტყვის.
“ბარსელონა” ლა ლიგის პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს “ხეტაფესთან” სტუმრად ჩაატარებს. ამჟამად რეგისტრაციის გარეშე არიან დარჩენილები ილქაი გიუნდოგანი, ორიოლ რომეო, ინიგო მარტინესი, რონალდ არაუხო, მარკოს ალონსო, სერჟი რობერტო და ინიაკი პენია.
იმათ მოითხოვეს გადავადება ამათმა დროის სიმცირის გამო შესთავაზეს გავყიდით თქვენ წილს რადგან მასე ითხოვთ გადავადებასო.იურიატია ეს ჩემისა და მაგდენს ნუღარ ვასწავლით რაში ჭამა და რაში არა😄მაფიოზია და შეე.ი თუ გინდა კაცმა
სტატია წაიკითხე? ერთი აქტივი 2 ჯერ იმიტო გაყიდა რო აყირავეს, ფული წელსვე უნდა გადაეხადათ და არ გადაუხადეს. 21 საუკუნეში როცა იურიდიულად დაცული ხარ ეგრე როგორ უნდა გაყირავონ, მანდაც ატლეტიკოს პრეზიდენტი ყავთ? რაც სერესომ უქნა, კონტრაქტებში დირკები უპოვა, იგივე უქნეს ალბათ იმათაც. და სულ არაა ეს ოპერაცია ლაპორტას დამსახურება. მაგის უნიათობის გამო მოხდა რო უკცე გაყიდულის თავიდან გაყიდვა მოუწიათ თორე ახლა რო ეგ ფული დროულად მოსულიყო, ყველა დარეგისტრირებული იქნებოდა, შეიძლება მესიც კი გაეფორმებინათ. მარა თუ ეგ შემოსავალი მიიღეს აგვისტოს ბოლოს, უკან გაიკეთონ, ახალს ვერავის იყიდიან და ისევ ამ მაწაკი გუნდით გავალთ ფონს.
პ.ს. ლა ლიგის დედა მოვდღან რეალის გარდა ყველა კლუბს პრობლემა აქვს ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე. ასე უშლიდეს საკუთარ გუნდებს განვითარებაში ხელს რომელიმე ჩემიპონატი მე არ მახსენდება.
რეალიც უცნაურად მიძვრება, მაღალი ხელფასები არააო, რამოსი რონალდო ბენზემა გაუშვაო, ჩვენც გავუშვით ყველა მაღალანაზღაურებადი ლიდერი, აზრი? ვინისიუსს მოდრიჩს და ბევრს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ, 100 მილიონიან ფეხბურთელს თიყქმის ყოველ წელს ყიდულობენ, აზარი ჩუამენი ბელინგემი, გიულერებისთვის და სხვა ღლაპებისთვის 3-ჯერ მეტის შეთავაზება შეუძლიათ ვიდრე ჩვენ, ალაბა ასტრონომიული ხელფასით მოთაფლეს, ჩვენ ყველა მცველს არ ექნება მაგდენი, მარა ისეთ რეგულაციებს ქმნის ტებასი რაც რეალზე მორგებულია, არასაფეხბურთო შემოსავლებს დებს სასტავი რეალის ბიუჯეტში ვითომც არაფერი, თორე სევილია ავიღოთ,ევროპა მოიგო ლიგაზე გავიდა, ვილიარეალი: ლიგის ნახევარფინალი ითამაშა, მანამდე ევროპა მოიგო, ასტონ ვილამ ძარცვა ორივე, ახია თუ მწვრთნელი და თუ ფეხბურთელი. მაგათ რატო უჭირთ, ბართომეუ ყავდათ? თუ 10 მლნ ხელფასები ქონდათ მოთამაშეებს? დედამ..ლი ტებასის გაკეთებულია, პერესთან ათანხმებს რეგულაციებს და ისე ურტყამს სხვებს. აბა პერეს არ მოეწონოს რეგულაცია, არ ქონდეს ლევი შემოსავალი პრავად და მბაპეს დამატებაში შეეშალოს ხელი, არ მოკლავს ან მო…ავს ან მოხსნის ტებასს უბრალოდ. უეფამაც სუპერ ლიგის ყველა ავტორს შეუდო რეალის გარდა. ეგეთი უცოდველი წმინდანები არიან ხო? იმდენი ჩეფერინის, ტებასის და პერესის ფაშისტი დედა მოვიკითხე მე, კიდე ფრანკოსი სადაც მარხია
თუ ფულის შოვნა უნდათ პრემიერ ლიგის გუნდებზე უნდა ეცადონ მაქსიმალურად ფეხბურთელების გაყიდვა. აგერ ვესთ ჰემი მაჰუაიერში 35 მილიონს იხდის და ესენი კესის 15 მილიონად ვერ ყიდიან.
პ.ს. ლა ლიგის დედა მოვდღან რეალის გარდა ყველა კლუბს პრობლემა აქვს ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე. ასე უშლიდეს საკუთარ გუნდებს განვითარებაში ხელს რომელიმე ჩემიპონატი მე არ მახსენდება.
დანგრეული ბერნაბეუს ნაწილებს, როგორც ითქვა საკმაო ფული შემოვა. მთავარი მისი პატარა ნაწილებად შეფუთვა იქნება. მე პირადად ნანახი მაქვს კამპ ნოუს მაღაზიაში ასანთის კოლოფის ზომის ბალახი ანუ მინდვრის საფარი, კარის ბადე, პატარ-პატარა პლასტმასის გამჭირვალე კოლოფებში 10-10 ევროდ, ამბობენ კედლის ნატეხებიც გაიყიდებაო.
მიდი თამად, შებერე. არ დაზოგო თავი 🌱
ლენგლე თუარ ჯობდეს მაგას 10 თავით არადა
ჰარი მაგუაიირი გაიყიდა 35 მილიონად , და ჩვენ ალბათ აქეთ გადავუხდიდით
Kun agüeroooo,
მომავალ წელს არ ვიცი მარა ახალ კამპნოუს გახსნამდე როგორმე უნდა გადააგოროს ლაპომ და მერე განახლებული სტადიონი დაწერს კაი მაყუთს 😁
Kide asxit midi am kacs. Xandaxan mecineba komentarebs ro vkitxulob 😀 mec kargad vici aravisze naklebi mafiozi rom araa es kaci, MAGRAM, xom ar gaviwydebat am dgeshi vin chaagdo klubi? :ddddd ase rom, sanam laportas wilebis gayidvaze pasuxs mostxovt (aqac mogebas naxulobs tipi, erti aqtivi orjer gayida), manamde gaixsenet visi bralia klubis aseti mdgomareoba. Kontraqtebis da finansuri maqinaciebis saxit imdeni neli moqmedebis naghmi dagvitova im nabo*arma achkarikam, ro Laporta kiara mama zecieri ver amoiyvans am gunds chaobidan 2 da 3 welshi. Motminebaa sachiro, erti xelis mosmit veraperi ver gaketdeba
მეორადების მაღაზიას გახსნის ალბათ ლაპო…
NEYBarca, მომავალ სეზონში რას გაყიდიან?
მშვენიერი, ტიპმა ერთი და იგივე აქტივი ორჯერ გაყიდა და უფრო მეტი ფული იშოვა. მაგარი ბიზნესმენია
ეს Barca Studios ბართომეუს დროს შეიქმნა 2019-ში და მაგის მერე წავიდა გუნდის ფინანსები ტრაკისკენ. 49% კი არა მთლიანად რატო არ ყიდიან მე ის მიკვირს.
ყველაფერი გაყიდა ამკაცმა რღა დარჩა კლუბს ვერვხვდები ძაან ჭაობში მიათრევს კლუბს და რაღაცპონტში არმსიამოვნებს მილანზე უარეს სიტვციაში აღმოვჩნდებით სულმალე 😑