ხავიერ ტებასი უსმან დემბელეზე: არ ვფიქრობ, რომ ბარსელონა უკანონო ქმედებას ჩაიდენს

ხავიერ ტებასი უსმან დემბელეზე: არ ვფიქრობ, რომ ბარსელონა უკანონო ქმედებას ჩაიდენს

უსმან დემბელე “ბარსელონასთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რის გამოც ჩავი ერნანდესმა იგი “ბილბაოსთან” მატჩის (2-3) განაცხადში არ შეიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ახალგაზრდა შემტევის თავიდან მოშორებასა და გასხვისებას აპირებს – თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მისი კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტსაც კი განიხილავს, თუმცა, ეს ნაბიჯი გარკვეულ კომპენსაციებთან იქნება დაკავშირებული.

აღნიშნულ საკითხს, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ეხმაურება:

“ბარსა” წესებს არ დაარღვევს. მართალია, რომ ამის შესახებ უფრო მეტად ინფორმირებული უნდა ვიყო, მაგრამ კატალონიელებს ძალიან კარგი ადვოკატები ჰყავთ და არ ვფიქრობ, რომ ისინი რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენენ.

გავრცელებული ცნობებით, უსმან დემბელემ გუშინდელი სავარჯიშო სესია კუჭის პრობლემების გამო გამოტოვა და არც “ალავესთან” შეხვედრის (1-0) განაცხადში იმყოფებოდა. თუმცა, კლუბში ფრანგის სიმართლეში ეჭვი ეპარებათ.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას – რამონ სალმურის თქმით, დღეს 24 წლის ფეხბურთელმა ნორმალურად ივარჯიშა. ის იანვარში “ბარსელონადან” წასვლაზე არ ფიქრობს და მიმდინარე სეზონის აქ დასრულება სურს.

დემბელეს “ბლაუგრანასთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებას ან გუნდს ზამთარში არ დატოვებს, “ლურჯ-ბროწეულისფერები” მას ზაფხულში უფასოდ დაკარგავენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    25 იან 2022, 20:20

    მე სხვაგან ცოტა სხვანაირად წავიკითხე ეს ინტერვიუ. იქ მატეუ ალემანს აქებდა.

  • nika 54
    25 იან 2022, 15:05

    აგერ ერთი დამცველი უკვე გამოუხტა და ჰოი საკვირველება რეალის ფანი. ამის ბრალია მესის გაგდებაც. თვითონ კი სახელმწიფოს მოუწოდებს რეალი დააფინანსონ რო მბაპესთან ერთად ჰოლანდიც იყიდონ.

  • MessiAbuTidze4848
    25 იან 2022, 12:10

    წასვლა თუ არ უნდა გაახანგრძლივოს მაგ სირთავამ კონტრაქტი თორე ისე იზავს ბარსა , რომ სკამზე დაალპობს და მსოფლიოზეც აღარავინ წაიყვანს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    25 იან 2022, 09:33

    njanka1977,
    ,,დემბუზა კლასნია ბიჭო"😕

  • njanka1977
    25 იან 2022, 05:35

    ეგეც თქვენი ,,დემბუზა" 😏

  • EL MAESTRO 6
    25 იან 2022, 02:28

    ერთი ეს ტებასი რა აღარ მოშორდა რა, ჩაბანძებულია ყველა კუთხით ლა ლიგა ამის ხელში, დებელე კი გასაყიდია