უსმან დემბელესა და ფრანკ კესიეს გაშვება “ბარსელონას” ახალი ტრანსფერების განხორციელების საშუალებას აძლევს. კატალონიელთა პრიორიტეტი ბერნარდუ სილვას დამატებაა, რის შემდეგაც კლუბი მარჯვენა მცველზე კონცენტრირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” სასურველი მარჯვენა მცველი ჟოაუ კანსელუა, რომლის დამატებაც კლუბს იჯარით სურს, თუმცა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი ტრანსფერს ართულებს. წყაროს თანახმად, “ბარსა” სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
“ბლაუგრანას” ყველაზე აქტიურად ხუან ფოიტს უკავშირებდნენ, თუმცა “ვილიარეალი” მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, კატალონიელებს კი ამ თანხის გადახდა არ სურთ, ამიტომ არგენტინელის დამატება ნაკლებად სავარაუდოა.
“ბარსა” “ვალიადოლიდის” 18 წლის უკანახაზელს, ივან ფრესნედასაც აკვირდება, თუმცა ასაკისა და გამოუცდელობის გამო კლუბში ესპანელის ტრანსფერზე კონსენსუსი არ არსებობს. ფრესნედას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონია და “ვალიადოლიდთან” მოლაპარაკება შესაძლებელია.
“ბარსელონა” არნაუ მარტინესის ტრანსფერსაც განიხილავს, რომელსაც კლუბი ადრეც აკვირდებოდა. სამწვრთნელო შტაბისთვის 20 წლის მოთამაშე სავსებით მისაღები ვარიანტია. “ჟირონა” ესპანელს 20 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.
“ბლაუგრანა” ტომას მუნიეს დამატებასაც არ გამორიცხავს. ბელგიელს დორტმუნდის “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც მისი შეძენა ყველაზე იაფი იქნება.
ვარიანტები ყოფილა, იფიქრებენ ბიჭები. ამ დროს კი ჩემპიონატი მოგვადგა იქითა კვირაში იწყება უკვე.
არნაუ ჩვენი აღზრდილია, ფრესნედა რეალის, მაგრამ ყველაფერი ჩაგრავს უკანასკნელი.
+1 !
კაით რაა რა ჯირონადან და ვალიადოლიდან! რა გინდათ კლუბი მათ დაემსგავსოს?
ეხლა დავიჯერო ლა მასიაში არც ერთი მარჯვენა მცველი არარი? ტურნეს დროს მიეცა შანსი რომელიღაცას და შეიძლება გაამართლებდა და არ მოგვიწევდა ეხლა მცველის ძიება. ბალდეს მაგალითი ავიღოთ
მუნიე არა სემედო დააბრუნეთ. ან კანსელო ან არნაუ. თუ არ გამოდის არც ერთი დააყენეთ ტ.რ.აკები და ვინმეში ფულის უაზროდ გადაყრას მოიყვანეთ ფრიმპონგი მომავალ წელს, ამ სეზონში ვიყოთ კუნდე რობერტოს იმედზე. ან ბ გუნდში როგორ არავინ გამოჩნდა ამდენი წელია. სილვა მაინც დადეთ თორე ლაპორტა ხო ისედაც სლეა და ალემანისაც გვერდით მივუსვამ