workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: დემბელეთი იმედგაცრუებული ვარ

ჩავი: დემბელეთი იმედგაცრუებული ვარ

ჩავი ერნანდესმა “მილანის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ეს პრესეზონის საუკეთესო მატჩი იყო. “არსენალთან” კარგად არ გვითამაშია, “რეალ მადრიდთან” მოვუმატეთ, დღეს კი დიდებული “ბარსა” ვიხილეთ. 

ორიოლ რომეუ პერფექციონისტია. ის შეტევასა და დაცვაში გვეხმარება. ის შესანიშნავი დანამატია.

დემბელემ გვითხრა, რომ პსჟ-სგან შეთავაზება ჰქონდა და წასვლა სურდა. დღეს მან ამიტომ არ ითამაშა. ეს სამწუხაროა. ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მასზე ძალიან ვზრუნავდით. პსჟ-ს შეთავაზებას კონკურენციას ვერ გავუწევდით.

“ბარსელონა” გრძელდება. ვისაც “ბარსაში” თამაში არ სურს, უნდა წავიდეს. 

დემბელეს გაშვების შემდეგ ნამდვილი მარჯვენა მცველი დაგვჭირდება.

გავი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება. მას განსხვავების შექმნა შეუძლია. მას ზურგის პრობლემა ჰქონდა და გადავწყვიტეთ, გამპერის თასის მატჩისთვის დაგვესვენებინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • I.S.
    schedule 03 აგვ 2023, 15:20
    #21

    დემბელეს გაშვების შემდეგ ნამდვილი მარჯვენა მცველი დაგვჭირდება???
    დაცვას ეხმარებოდა ვითომ? თუ რა?
    მარჯვენა მცველი მანამდეც გვჭირდებოდა, მაგის მაგივრად კი ბერნარდო ან ფელიში მოითხოვე ძმაკაც.

    ციტატა: nika 54
    ორიოლ რომეუ პერფექციონისტია. ის შეტევასა და დაცვაში გვეხმარება. ის შესანიშნავი დანამატია.
    დანამატი კარგი იყო.


    დ ი ნ ა მ ი ტ ი