ჟოან ლაპორტამ იცის, რომ ჟოაუ ფელიში ჩავი ერნანდესის პრიორიტეტებს შორის არ არის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელეს პოტენციური ტრანსფერი ბერნარდუ სილვას შეძენის შანსებს აჩენს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავის პირველი არჩევანი სწორედ პორტუგალიელია, მაგრამ “მანჩესტერ სიტისთან” მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება. ალტერნატიული ვარიანტი ჯოვანი ლო სელსოა.
ჟერარ რომეროს ცნობით, რამდენიმე საათის წინ ჩავი ერნანდესმა ბერნარდუს სთხოვა, რომ “ბარსელონას” დაელოდოს, რადგან კლუბი მის ტრანსფერზე მუშაობს.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი, კატალონიური პრესის თანახმად, ჩავის პრიორიტეტი ჟოაუ კანსელუა და არა ივან ფრესნედა. არჩევანის ამ უკანასკნელზე შეჩერების შემთხვევაში, “ბარსა” მას გაანათხოვრებს. სამწვრთნელო შტაბს დაცვის მარჯვენა ფლანგზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელი სურს.
ასევე, დემბელეს წასვლის შემთხვევაში, “ბარსელონამ”, შესაძლოა, ვიტორ როკეს ამ ზაფხულშივე დამატება ცადოს, მიუხედავად იმისა, რომ “ატლეტიკო პარანაენსესთან” შეთანხმების მიხედვით ბრაზილიელი ტალანტი “ბარსას” 2024 წლის იანვარში უნდა შემოუერთდეს.
ეგ კი წავიდა, მაგრამ ესენი რისი მომყვანები არიან ეხლა გამოჩნდება.
კანსელო მსრტო იჯარით მოჟნა, შევხედოთ. თუ აურია დავახვევინებთ. ბერნარდო რო ტოპია რათ უნდა ბაზარი, მარა დემბელეს შემცვლელი არაა მაინც. ვინმე სწრაფი გვინდა, კაცის მომტყუებელი. დემბელეს ნაცვლად მე რაფინიას გავყიდდი მარა რავი. ფაქტია ცოტა სწრაფი გამტანი ფანტაზისტა გვინდა
წაეთრეს, ერთი მაგისიც