გასული წლის ზაფხულში, ახალგაზრდა ქომაგს, ალისონს “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის აშშ-ში გამართულ ამხანაგურ მატჩში, ფერან ტორესის ნახვა და მისი მაისური სურდა, მაგრამ ესპანელმა ტრავმის გამო თამაში ვერ ითამაშა.
2022 წლის სექტემბერში ალისონის მამამ, ჟოან ბარიოსმა Twitter-ზე თავისი შვილის ფოტო განათავსა, სადაც ჩანს, რომ მას ბანერი უჭირავს.

ფერანმა ეს მესიჯი ნახა და გუშინდელი მატჩის შემდეგ ალისონთან შეხვედრის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ტორესმა პატარა გოგონას ხელმოწერილი მაისური მისცა და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
შენთან და შენს ოჯახთან შეხვედრა დიდებული იყო, ალისონ! მხარდაჭერისთვის მადლობას მთელი გულით გიხდი 🫶
– დაწერა ტორესმა სოციალურ ქსელში.




ეს ბავშვიც ენრიკეს გოგოსავით ბრმაა? რა მოსწონთ ამ კაცში გარეგნობა თუ თამაშის სტილი.
წავიდეს და ბევრად მეტს გაგვახარებს ვიდრე ოდსმე გაუხარებია მის საქციელს🙋