“ბარსელონა” ფეხბურთელების დარეგისტრირებას უახლოეს მომავალში აპირებს. ამჟამად ლა ლიგის ვებსაიტზე “ბარსას” შემადგენლობაში მხოლოდ 12 მოთამაშე წერია, 9 ფეხბურთელი კი კვლავ დასარეგისტრირებელია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ხვალ წარადგენს ოპერაციას, რომელიც აღნიშნულ პრობლემას გადაწყვეტს. “ბლაუგრანა” ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და ყველა დეტალს გაასაჯაროებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დეტალები მაქსიმალურად კონფიდენციალურია, კლუბში ადასტურებენ, რომ ოპერაცია რომელიმე ფეხბურთელის ან Barca Studios-ის დარჩენილი 51%-ის გაყიდვას არ ეხება, ის “ბარსელონას” ერთ-ერთ სხვა აქტივთანაა დაკავშირებული.

იმდია ყველას დაარეგისტრირებენ, ტებასს რა ენაღვლება მესი ხო მოტეხა რაც მთავარია.
ანუ როკესაც დაარეგისტრირებენ?
ჩემთან არანაირი რეკლამა არ ჩანს. ისე, ზოგადად, სათამაშო ბიზნესის რეკლამა კარგა ხანია აკრძალულია! თუ მაინც გაწუხებთ, adblocker დააყენეთ და დაისვენებთ ყველანაირი რეკლამისგან!
dimitri, სიტყვის თავისუფლებაა აქ 😄 გალანძღე ვინც გინდა, ოღონდ კორექტულად 😂
ადმინ ეს რა უბედურება? აჭარაბეთის ასე უაზრო რეკლამა? გინდა რომ საიტიდან ხალხი წავიდეს? ან რატო არ შეიძლება ჩახურვა,ან რამდენიმე წამში ქრებოდეს!
ახალი წევრი ვარ და ამ კაცის ლანძღვა ძაგება აკრძალულია? 😉
ეს ფაიე რომ იყიდეს რა ჯანზეა, იემდია მართლა კარგი მცველი დადგება