ჩავის უნდა, რომ დემბელემ გუნდი იანვარში დატოვოს

ჩავის უნდა, რომ დემბელემ გუნდი იანვარში დატოვოს

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმან დემბელე, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” მაისურით აღარ ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, “ბარსა” კი ფეხბურთელის იანვარში გაშვებას, ან სეზონის ბოლომდე მის ტრიბუნებზე დასმას აპირებს.

AS ამ საკითხთან დაკავშირებით ჩავის პოზიციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მადრიდული წყაროს ცნობით “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი დემბელეს საქციელით ძალიან იმედგაცრუებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს. ამის მიუხედავად ჩავი არაა მომხრე, ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ტრიბუნებზე დასვას, თუმცა მისი აზრით საუკეთესო გამოსავალი უსმანის იანვარში წასვლაა. ჩავის ამისთვის 2 მიზეზი აქვს: დემებელს წასვლით “ბარსას” სახელფასო ბიუჯეტი გამოუთავისუფლდება და ახალი მოთამაშის დამატებას შეძლებს; გულშემატკივრების დემბელესადმი დამოკიდებულება ძველებური ვეღარასდროს იქნება, ის გამუდმებით სტვენის ობიექტი იქნება, რაც გუნდში არსებულ სიტუაციას გააუარესებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • njanka1977
    18 იან 2022, 02:07

    აი თქვენი ,,დემბუზა" ტვინიკოსებო. 😏 და ,,კოუ" კიდევ

  • KING_BARCA
    17 იან 2022, 01:20

    გააჯვას, გადაყრილი ფული დემბელე, გადაყრილი ფული კოუტინიო, ლენგლე და კიდე ქვეყანა

  • nika 54
    16 იან 2022, 23:35

    სცადონ გაყიდვა, სულ მუქთად გაშვებას და მანამდე ხელფასის მიცემას გაყიდონ 10 მილიონად. მაინც უკეთესია ვიდრე ნახევარი წლის ხელფასის გადახდა და მაგის სკამზე ყურება.

  • M10 S9 D11
    16 იან 2022, 22:28

    აახვევინონ სასწრაფოდ თუ არ უნდა წასვლა გაუწყვიტონ კონტრაქტი ამ ნაგლს

  • Nika92
    16 იან 2022, 21:34

    ვერ ვხვდები იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ამან ბარსაში გააკეთა და აკეთებს კიდევ იმ ყველაფრის მერე რაც კლუბმა მისთვის გააკეთა და ამის მერე რომელ ნორმალურ ევროპულ კლუბს აქ იმის მოლოდინი რო ამაში მილიონებს ჩადებს და ესეც ბატკანივით გახდება და ყველაფერს დაიჯერებს რასაც კლუბი თუ მწვრთნელი ეტყვის

  • azulgerana
    16 იან 2022, 18:21

    ციტატა: neo222
    წავიდეს ეს იდიოტი. გაუშვან. ფუ რა უსამართლობაა ეს ცხოვრება, ეს ქლესა მილიონებს იღებდეს უსაქმურობაში და ნაგლობაში და ჩვენ კი კაპიკების შოვნაში ღამეებს ვათენებთ


    აბაა, ამიტომაც შენ უფლება გაქვს აგინო😂

  • Albicelecte
    16 იან 2022, 17:38

    ციტატა: .Gladiator.
    არ წავა
    მისთვის მისაღებ პირობებს არცერთი გუნდი არ შესთავაზებს


    არ წავა და ეგდება, სხვა გზა არ რჩება;
    თუ ეგდება, სეზონის ბოლოს გათავისუფლდება და ევროპაში ნორმალურ გუნდს ვერ ნახავს, ასე ვფიქრობ მე

  • neo222
    16 იან 2022, 17:15

    წავიდეს ეს იდიოტი. გაუშვან. ფუ რა უსამართლობაა ეს ცხოვრება, ეს ქლესა მილიონებს იღებდეს უსაქმურობაში და ნაგლობაში და ჩვენ კი კაპიკების შოვნაში ღამეებს ვათენებთ

  • xavi73
    16 იან 2022, 17:13

    ამის მოყვანა იყო ყველაზე დიდი შეცდომა ამის არაპროფესიონალი დედა.. მოაშორეთ თავის აგენტიანად დროზე გუნდს გაუწყვიტონ ვაფშე კონტრაქტი

  • .Gladiator.
    16 იან 2022, 17:07

    არ წავა
    მისთვის მისაღებ პირობებს არცერთი გუნდი არ შესთავაზებს

  • Clever liar
    16 იან 2022, 17:00

    ეს რო ძაენძრევა, იმ დღიდან ვინიშნავ ბარსელონას ახალ ეტაპზე გადასვლის და განვითარების ერას, იქამდე არა..

  • La Pulga10
    16 იან 2022, 16:58

    არ წავა და დალპეს ტრიბუნაზე ეგ არაკაცი.მსოფლიოზე,რომ არ გამოიძახონ უთამაშებლობის გამო და მერე უფასოდ ჩინეთშიც ვერ წავიდეს.

  • EL MAESTRO 6
    16 იან 2022, 16:28

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: SHOTADEPAY9
    დემბელეს აგენტმა ისეთი მოთხოვნები მოთხოვა რომ სჯობია წავიდეს უსმანი ნაგავი აგენტი ჰყავს


    თვითონაც ნაგავია. 2 ვითომ კარგად ჩატარებული თამაშის შემდეგ ნუ დავივიწყებთ რაც არის სინამდვილეში


    მაგ თამაშებს კარგად ჩატარებულს ვერ ვუწოდებთ, ნაგავი ფეხბურთელი და ნაგავი ადამიანია,იმედია იანვარში გავყიდით