workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელემ წელიწადში 40 მილიონზე თქვა უარი

უსმან დემბელემ წელიწადში 40 მილიონზე თქვა უარი

“ბარსელონას” ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს შანსი ჰქონდა, გაცილებით მეტი ხელფასი მიეღო, ვიდრე დღეს “ბლაუგრანაში” იღებს, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა.

ჟურნალისტ სანტი აუნას ცნობით საუდის არაბეთის “ალ ნასრი” მზად იყო, 26 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო გადაეხადა, თავად ფრანგისთვის კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში წელიწადში 40 მილიონი ეხადა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ხსენებული 50 მილიონიდან 25 მილიონი დემბელეს შეხვდებოდა.

ამჟამად დემბელე “ბარსელონასგან” წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ევროს იღებს. მან თითქმის 7-ჯერ გაზრდილ ანაზღაურებაზე თქვა უარი, რისი მიზეზიც ისაა, რომ უსმანს წარმატების “ბლაუგრანაში” მიღწევა სურს.

დემბელესა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და ცნობილია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს ორივე მხარე გამოთქვამს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2023, 18:26
    #16

    ციტატა: Maestro 6
    6 და 7 იო, ვაახ რა მაგრად შეუმცირებია ამას ხელფასი, მგონი მართლა დიდი კულეა და აქ უნდა წარმატების მიღწევა, ან მართლა უდიდესი #ლეა


    უფრო #ლეა, თან მაგარი.

  • Rick Sanchez
    schedule 23 ივლ 2023, 23:39
    #15

    დემბელეში 25 მილიონი არ გეცოტავებათ ხალხო? კიდე კაი უარი თქვა

  • CuleTillIDie
    schedule 23 ივლ 2023, 17:07
    #14

    ფინიშინგი და სწორ დროს პასის გაკეთება ასწავლოს ნეტა ვინმემ და ამის ბედს ძაღლი არ დაყეფს. ვინისიუსი ერთ ზაფხულში მოხოდეს ეგ ასპექტები გააუმჯობესებიეს და ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი გახდა მანამდე რაც იყო კი გვახსოვს. და ეს ტრ*კში რო უშვებს ხოლმე ბურთს ცერა თითს უწევენ პროსტა კაი მცდელობა იყოო

  • Zura Gviniashvili
    schedule 23 ივლ 2023, 16:48
    #13

    ციტატა: Albicelecte
    რატო თქვი უარი შვილი, რატო?
    გაწყენდათ ან შენ და ან შენს ოჯახს?!?!?! smiley laughing smile


    ჩვენ მხოლოდ 25 მ გვერგებოდა მაგ ტრანსფერით. ეხლა მითხარი 25 მ ში მაგის დონისას მაინც თუ ვნახავდიტ სადმე არარ ვამბობ მაგაზე უკეთესს

  • Albicelecte
    schedule 23 ივლ 2023, 15:20
    #12

    რატო თქვი უარი შვილი, რატო?
    გაწყენდათ ან შენ და ან შენს ოჯახს?!?!?! smiley laughing smile

  • CHEPE
    schedule 23 ივლ 2023, 13:47
    #11

    შენი მომთრევის ოჯახში ირბინა ბალოტელიმ

  • Maestro 6
    schedule 23 ივლ 2023, 13:27
    #10

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ვფიქრობ წელს თუ სილვა არ დავიმატეთ და დემბელე და რაფინია დარჩა, ორივე ძალიან კარგ სეზონს ჩაატარებს


    რაფინიაზე მეც ეგრე ვფიქრობ, კი ბევრი ვაგინე და ნერვებს მიშლიდა მაგრამ, ამდენი საგოლე მოქმედება ნეიმარის მერე პირველ სეზონში არცერთ გარემარბს არ ჰქონია ბარსაში,მგონი ნეის პირველ სეზონსაც აჯობა,მგონია რომ მომდევნო სეზონში 15 ზე მეტ გოლს გაიტანს ლა ლიგაში

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2023, 13:25
    #9

    წელიწადში 40 მილიონზე თუ თქვა უარი მართლა დებილია, 7 წელია ბარსაშია და რას მიაღწია? სეზონში 4-5 გოლი და ამდენივე საგოლე პასი? და ესაა ყველაზე გამამწვავებელი გარემარბი? მესიც გარემარბი იყო ფაქტიურად და იმის შედეგიანობასთან ეს ვითომ ახლოს მივა? 7-ჯერ მეტ ხელფასზე უთქვავს უარი და საინტერესოა მესის მეშვიდედს ქმნის გუნდისთვის?
    მე მაგალითად მაგრა მღლის ამის ფაფხური, რომელსაც ჩავი გამწვავებას ეძახის. იმიტომ რო გამწვავება მომენტის შექმნისთვისაა ეს კი თითქმის შექმნილ მომენტს ანიავებს.

  • Zura Gviniashvili
    schedule 23 ივლ 2023, 13:25
    #8

    ვფიქრობ წელს თუ სილვა არ დავიმატეთ და დემბელე და რაფინია დარჩა, ორივე ძალიან კარგ სეზონს ჩაატარებს

    ამ არაბების ტრანსფერების მეთოდს დააკვირდით.. კლუბებს გროშებს უყრის და ფეხბურთელებს დიდ ხელფასს უხდის.. არაბეთში ტრანსფერებით კლუბებისთვის დიდი სარგებელი არაა. მაგას ჯობია ისევ ინგლისში გაიყიდოს ფეხბურთელები რადგან ინგლისელები ბევრად მეტ თანხას იხდიან

  • basa7
    schedule 23 ივლ 2023, 13:14
    #7

    ომედია კარმა იმოქმედებს ამ საქციელისთვის😂

  • Pirat❤️💙
    schedule 23 ივლ 2023, 13:10
    #6

    და ეს არ არის კაპიტანი და ფრენკია😂🤦

  • Maestro 6
    schedule 23 ივლ 2023, 12:57
    #5

    6 და 7 იო, ვაახ რა მაგრად შეუმცირებია ამას ხელფასი, მგონი მართლა დიდი კულეა და აქ უნდა წარმატების მიღწევა, ან მართლა უდიდესი #ლეა

  • SaSoRi
    schedule 23 ივლ 2023, 12:35
    #4

    რავი რას ერჩით ძაან მაგარი სეზონი ქონდა, მოუმატა მომატებული აქვს ძაან და რაც არუნდა იყოს ბარსას შემტევებიდან ყველაზე მეტს ეს ამწვავებს, თან 6/7 მილიონად არის და მეტი რაგინდათ

  • JustBarcaLover
    schedule 23 ივლ 2023, 12:31
    #3

    ნუ ყოველთვის მიხარია როდესაც ფეხბურთელი არაბებს უარით ისტუმრებს მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა რატო უთხრა ამ დებილმა უარი მართლა დებილია ტიპი ფულს გააკეთებდა მაინც და არაბებს გააოცებდა თავისი "სქილებით"

  • mari
    schedule 23 ივლ 2023, 12:07
    #2

    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    არვიცი ეს რაფენომენია საერთოდ კარგი ცუდი თუ რაღაცნირია 😁😁


    აქ უკვე მთავარია რომ "ფენომენია",
    😄 და უფრო მთავარი ის არის რომ გუნდის დაახლოებით მესამედს ასეთი "ფენომენები" წარმოადგენენ..
    😆😆😆😆😆 ხოდა რა მნიშვნელობა აქვს რაშია "ფენომენი"???
    😆😆😆😆😆😆😆

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 23 ივლ 2023, 10:25
    #1

    არვიცი ეს რაფენომენია საერთოდ კარგი ცუდი თუ რაღაცნირია 😁😁