მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეორე ვარჯიში “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად

მეორე ვარჯიში “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან ერთად

სანაკრებო ბატალიების გამო “ბარსელონას” პირველ გუნდს ფეხბურთელების უმეტესობა აკლია.  ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო მონაწილეობას არ იღებენ ეროვნული ნაკრებების მატჩებში, დღეს “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე “ბარსა ბ”-ს მოთამაშეებთან ერთად გამოცხადდნენ და მორიგი სავარჯიშო სესია ჩაატარეს.

 

“ბარსამ” კვირის რიგით მეორე ვარჯიში დღეს, ესპანეთის დროით 11:00 საათზე ჩაატარა. ვარჯიშს არ ესწრებოდა პირველი გუნდის 14 ფეხბურთელი, ამიტომ ინიესტს, მაქსველს, პინტოსა და ფონტასს პარტნიორობა ეუსებიო საკრსტანის შეგირდებმა გაუწიეს. მათ მეთვალყურეობას “ბარსა ბ”-ს მწვრთნელთან ერთად, ხოსეპ გვარდიოლაც უწევდათ.

 

მასკერანო, რომელიც გუშინ გიმნასტიკის დარბაზში განცალკევებით ვარჯიშობდა, საკუთარი ნაკრების დასახმარებლად გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ნაკრების პირველ შეხვედრას, რომელიც 7 ოქრომბერს გაიმართება.

 

პირველი გუნდის ფეხბურთელების დაბრუნებამდე, “ბარსელონა” კიდევ ორ ვარჯიშს ჩაატარებს სარეზერვო გუნდთან ერთად. ვარჯიშები ხვალ და ზეგ, ესპანეთის დროით 11:00 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ გუნდი 3 დღით დაისვენებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში