workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას პრიორიტეტი ბერნარდუ სილვაა

ბარსელონას პრიორიტეტი ბერნარდუ სილვაა

ინიგო მარტინესის, ილქაი გიუნდოგანისა და ორიოლ რომეუს დამატების შემდეგ, “ბარსელონას” პრიორიტეტი ბერნარდუ სილვას ტრანსფერია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბში “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის ტრანსფერზე სრული კონსენსუსია, რასაც ხელს უწყობს ფეხბურთელის სურვილი, შეუერთდეს კატალონიურ გრანდს, თუმცა პრობლემას “ბლაუგრანას” ფინანსური სიტუაცია ქმნის – კლუბი პორტუგალიელის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ სახელფასო ხარჯების შემცირებას მოახერხებს.

MD-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჟოაუ ფელიქსს “ბარსელონაში” თამაში სურს, კატალონიელები მას ნაკლებად პრიორიტეტულ სამიზნედ თვლიან, რადგან ჩავი გუნდში 23 წლის შემტევის ადგილს ვერ ხედავს.

“ბარსა” რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობს და სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურებას ამის შემდეგ უნდა ველოდოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Zura Gviniashvili
    schedule 23 ივლ 2023, 18:28

    ციტატა: nika 54
    ფელიქსი ატლეტიკოს გამო არც უნდა განიხილონ, ის აჩკარიკა სერესო მაინც იპოვის მიზეზს რო მოგვატყუოს, ამ სილვაზე კი ნამდვილად ღირს ჩალიჩი, ამასაც და გიუნდოგანსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, მითუმეტეს რეალის გათახსირების შემდეგ და აქ იქნებ ჩვენი მძინარე მზეთუნახავებიც გამოაღვიძონ თამაშის დროს.


    თან შეთამაშებულები არიან ერთმანეთში ეგ დიდი პლიუსი იქნებოდა

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2023, 13:42

    ფელიქსი ატლეტიკოს გამო არც უნდა განიხილონ, ის აჩკარიკა სერესო მაინც იპოვის მიზეზს რო მოგვატყუოს, ამ სილვაზე კი ნამდვილად ღირს ჩალიჩი, ამასაც და გიუნდოგანსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, მითუმეტეს რეალის გათახსირების შემდეგ და აქ იქნებ ჩვენი მძინარე მზეთუნახავებიც გამოაღვიძონ თამაშის დროს.

  • Zura Gviniashvili
    schedule 23 ივლ 2023, 13:35

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Rick Sanchez
    ჩემი აზრით ამდენი ნახევარმცველის მოყვანას, ერთი კარგი მარცხენა შემტევის მოყვანა ჯობდა. შუაში ისედაც ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ძირითადზე პრეტენზია აქვს: გავი, პედრი, ფრენკი, გიუნდოგანი, კესიე (თუ არ გაყიდეს), რომეუსაც და აკადემიის ბიჭებსაც ეკუთვნით თავისი წილი სათამაშო დრო და ბერნარდუ სად უნდა ჩააკვეხონ მართლა ვერ წარმომიდგენია. მარცხნივ კიდე არავინ უყიდიათ, ისევ გავი უნდა დატანჯონ?


    წესით სილვა ყველა ჩვენ ნახევარმცველს ჯობს მარა სხვა მხრივ გეთანხმები, ისევ 4-4-2 ის ვერსიას გვათამაშებს ხავი და მოგვოწევს ისევ 1-0 ების ყურება. გვინდა კაი მარცხენა ვინგერი


    მეგობარო გავი პედრი დე იონგი გუნდოგანი რომეუ.. აქედან რომეუ ალბათ ზამენაზეა კესი თუ გაყიდეს გამოდის რომ 5 ნახევარმცველი გვრჩება და სილვა მეექვსე იქნება .მაგრამ გაითვალისწინე სილვას არამარტო ბოლო პასის ცენტრში ან პლეიმეიკერატ თამაში არამედ კრაიზეც პროდუქტიულია… შეძილება კრაიზე გამოიყენოს ხავიმ. სილვას მოყვანა დიდი ფუფუნებაა მაგრამ არა 100მ თ.

  • Don_Andresito
    schedule 23 ივლ 2023, 11:41

    ციტატა: Rick Sanchez
    ჩემი აზრით ამდენი ნახევარმცველის მოყვანას, ერთი კარგი მარცხენა შემტევის მოყვანა ჯობდა. შუაში ისედაც ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ძირითადზე პრეტენზია აქვს: გავი, პედრი, ფრენკი, გიუნდოგანი, კესიე (თუ არ გაყიდეს), რომეუსაც და აკადემიის ბიჭებსაც ეკუთვნით თავისი წილი სათამაშო დრო და ბერნარდუ სად უნდა ჩააკვეხონ მართლა ვერ წარმომიდგენია. მარცხნივ კიდე არავინ უყიდიათ, ისევ გავი უნდა დატანჯონ?


    წესით სილვა ყველა ჩვენ ნახევარმცველს ჯობს მარა სხვა მხრივ გეთანხმები, ისევ 4-4-2 ის ვერსიას გვათამაშებს ხავი და მოგვოწევს ისევ 1-0 ების ყურება. გვინდა კაი მარცხენა ვინგერი

  • Rick Sanchez
    schedule 23 ივლ 2023, 07:12

    ჩემი აზრით ამდენი ნახევარმცველის მოყვანას, ერთი კარგი მარცხენა შემტევის მოყვანა ჯობდა. შუაში ისედაც ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ძირითადზე პრეტენზია აქვს: გავი, პედრი, ფრენკი, გიუნდოგანი, კესიე (თუ არ გაყიდეს), რომეუსაც და აკადემიის ბიჭებსაც ეკუთვნით თავისი წილი სათამაშო დრო და ბერნარდუ სად უნდა ჩააკვეხონ მართლა ვერ წარმომიდგენია. მარცხნივ კიდე არავინ უყიდიათ, ისევ გავი უნდა დატანჯონ?

  • Futbol Club Barcelona
    schedule 23 ივლ 2023, 03:07

    Დემბელე და რაფინია გაყიდონ 150 მილიონად ჯამში

  • alwaysculerr
    schedule 22 ივლ 2023, 23:59

    აი ამ წინადადების დედას შევე*ი ვეღარ ვიტან უკვე. "თუმცა პრობლემას "ბლაუგრანას" ფინანსური სიტუაცია ქმნის"

  • azulgerana
    schedule 22 ივლ 2023, 23:05

    ეს მოგვცეს და ტორესი დაიბრუნოს არაა?

  • Albicelecte
    schedule 22 ივლ 2023, 21:36

    რაფინია და დემბელე რომ გადაადნოო და ისე გაყიდო კაცმა, არ მოსულა ნეტავ? მერე მოიყვანდი ბერნარდოს smile innocent

  • Barca for life
    schedule 22 ივლ 2023, 21:26

    სიტიმ 100 მილიონი მოითხოვა სილვასთვის..
    აქვე იუვემ კიეზაში 60მ მოითხოვა ან 30+კესიო..
    მოკლედ ბარსას ხელმძღვანელობას მივმართავ – ნუ გვაბოლებთ ამ ვითომ ინტერესებით!
    მასე იყო წინა წელსაც ბერნარდოს რომ ვყიდულიბდით ვითო ვითომ და დაჟე მაშინ უფრო კარგ სიტიაციაში ვიყავით და მაინც ვერ მოვახერხეთ და ახლა რა გგონიათ ლოგიკურად?
    ასე მგონია ერთ ტრანსფერს კიდევ მოარტყამენ მაგრამ შანსი არაა ეს ძვირიანი ტრანსფერი იყოს, სავარაუდოდ ორიოლის მსგავსს დაითრევენ ვინმეს და თუ სიტყვაზე ფეხბურთელები გაუშვეს მაშინ კიდევ შეიძლება დაფიქრება, თუმცა 100 მილიონი მაინც ზედმეტად ბევრია.
    როგორც ვიცი გუნდს შემოსავლებიდან მხოლოდ 40%ის დახარჯვა შეუძლია და ანუ გამოდის რომ 400მ უნდა ვიშოვოთ რომ ბერნარდო შევიძინოთ რაც არანორმალურია ვინც არ უნდა გავუშვათ..