ფერან ტორესი | 90SECONDSCHALLENGE

"ბარსელონას" ახალწვეული, ფერან ტორესი კლუბის YouTube არხის რუბრიკაში - 90SECONDSCHALLENGE - საინტერესო კითხვებს პასუხობს:
1. რამდენ ენაზე საუბრობ?
- 3
2. რა უთხარი ჩავის პირველად?
- ბედნიერი ვიყავი, რომ მან კლუბში მომიყვანა
3. ვის აქვს საუკეთესო ვარცხნილობა გუნდში
- პედრის
4. ლურჯი თუ წითელი?
- წითელი
5. ფერსტჰაპენი თუ ჰამილტონი?
- მაქს ფერსტჰაპენი
6. სიმღერა, რომელსაც მოწყენილობის დროს უსმენ
- ჯასტინ ბიბერის 'Love Yourself'
7. ფავორიტი ფილმი?
- "ფორსაჟი"
8. სად გაატარებდი დროს?
- ვალენსიაში
9. საუკეთესო რამ, რაც პეპ გვარდიოლასგან ისწავლე
- როგორ უნდა ითამაშოს შემტევმა
10. ლეგენდა, რომლის გვერდით თამაშსაც ისურვებდი
- დავიდ ვილია
11. პირველი თანაგუნდელი, რომელსაც "ბარსაში" შეხვდი
- ბუსკეტსი
12. როდის აღნიშნავ დაბადების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ 29 თებერვალს დაიბადე?
- 28 თებერვალს
13. საუკეთესო მოგონება, როგორც კულე
- კოპა დელ რეის მოგება
14. პანენკა თუ მაკრატელა?
- მაკრატელა
15. რას ამზადებ საუზმისთვის?
- არაფერს
16. თანაგუნდელი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ცხოვრობ
- ბუსკეტსი
17. მემფისთან ერთად იმღერებდი?
- კი
18. ლამაზი გოლი თუ გადამწყვეტი გოლი?
- გადამწყვეტი გოლი
19. ბოლო სერიალი, რომელსაც უყურე
- "აუთერ ბანქსი"
20. საუკეთესო ადგილი ბარსელონაში
- პლაჟი
21. ბარსას წლევანდელი მაისურებიდან რომელია შენი ფავორიტი?
- გასვლითი ფორმა
22. არაუხოს ვარცხნილობა თუ მინგესასი?
- მინგესასი
23. რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ?
- ფლეიტაზე
24. მუსიკა, რომლის დაკვრაც ფლეიტაზე შეგიძლია
- 'Ode to Joy'
25. რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?
- 7
26. ვინაა შენი ყველაზე ელეგანტური თანაგუნდელი
- გავი
27. რამდენი შინაური ცხოველი გყავს?
- 3
28. რა ჰქვიათ მათ?
- მილო, ჯუნო და მინი
აღსანიშნავია, რომ თამაშის დაიწყების წინ ფერანმა პედრი გონსალესის შედეგის (რომელსაც 90 წამში 31 პასუხი აქვს) გაუმჯობესება ისურვა, თუმცა, საბოლოოდ, მან 28 პასუხი მოაგროვა.
აღნიშნულ თამაშში საუკეთესო მაჩვენებელი (34) ოსკარ მინგესას აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]