“ბარსელონას” ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი შვებულების დასრულების შემდეგ ბარსელონაში ჩავიდა, რათა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს და პრე-სეზონისთვის მომზადებას შეუდგეს.
32 წლის ფეხბურთელმა “ბარსას” მედიასთან ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა.
ეს ახდენილი ოცნებაა. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვუყურებდი პეპის და რაიკაარდის “ბარსას”. მას შემდეგ გუნდს მუდმივად თვალს ვადევნებდი. კლუბში გადმოსვლით თავს ძალიან ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ.
გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. შემადგენლობა ახალგაზრდულია და ვიმედოვნებ, საკუთარი გამოცდილებით მათ განვითარებაში დავეხმარები. საფუძველი და პოტენციალი არსებობს, რაც ახალ სეზონში უნდა ვაჩვენოთ – აქ სწორედ ამიტომ მოვედი.
გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები. ფეხბურთელები ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა.
ჩავისთან კარგი კავშირი მექნება. ვფიქრობ, ჩვენ ფეხბურთი ერთნაირად გვესმის.
ყველაზე მოუთმენლად ლევანდოვსკისთან, პედრისა და ტერ შტეგენთან თამაშს ველოდები.




ერთი თხოვნა მაქვს- არ გამოდებილდე!
ლევანა შენი ძველი თანაგუნდელია, შტეგოც გასაგებია გერმანელია, მაგრამ პედრი არ ვიცი, ეტყობა ნახა რაღაცა საერთო, რადგან გამოყო.
კაცმა ყველაფერი მოიგო წელს, რაც სიტის არასდროს მოუხდენია და მაინც ამ დაშლილ ბარსაში მოსვლა ეამაყება. ხელფასიც ნაკლები ალბათ ტიტულებიც, მაგრამ მაინც ბარსელონაშია და ამით ამაყობს!!!
2 წელი მინიმუმ მაღალ დონეზე ითამაშებს.
ყველა როგორ ერთი ფრაზით ლაპარაკობს ხოლმე ეს კეთილძაღლები🤣