არტური: ჩავისთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი

არტური: ჩავისთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, ბრაზილიელი არტურ მელო Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუს დროს კატალონიურ კლუბზე საუბრობს.

ვისურვებდი, ერთ დღეს ჩავი ჩემი მწვრთნელი იყოს.

გადავედი თუ არა “ბარსელონაში” ძალიან ადრე? დიახ. ბევრი რამის სწრაფად სწავლა მომიხდა. სხვა კულტურას, ენას, ფეხბურთის ახალ სტილს უნდა შევგუებოდი.

ადაპტაცია რთული გამოდგა, მაგრამ გამიმართლა თანაგუნდელებში, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინე.

მესის მხრიდან ქება ჩემი ტრანსფერის შემდეგ? ეს მამამ მითხრა, როდესაც ჩემ ოთახში ვიყავი. ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მოგვიანებით მას პირადად ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე.

“ბარსელონასთან” კარგი მოგონებები მაკავშირებს.

“ბარსამ” საკმარისი დრო არ მომცა? მე ასე ვფიქრობ, რადგან გუნდში ძალიან ახალგაზრდა მივედი.

მქონდა თუ არა დაბრუნების შანსი? არ ვიცი, პირდაპირ მე არავინ დამკავშირებია.

ჩემი წასვლის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორები იყო? დიახ, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ გუნდთან მაინც კარგი მოგონებები მაკავშირებს.

მწვრთნელი ჩავი ძალიან მომწონს. ის დიდებულად მუშაობს. მან “ბარსელონას” იმიჯი აღადგინა. მისი თაყვანისმცემელი ვარ.

საუკეთესო მოგონება “ბარსელონაში”? “ელ კლასიკოში” “რეალ მადრიდთან” მოგება. ამის მიზეზი იყო შედეგიც და ჩემი თამაშიც. ასევე ჩემპიონატის მოგება.

“ბარსელონა” საიმედო ხელშია. ვხედავ, რომ გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული.

ვიტორ როკე? ის ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელია. მან დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაშობს და ასაკის მიუხედავად მას კარგი პიროვნული თვისებები აქვს.

რაფინიას კარგი პირველი სეზონი ჰქონდა. პირველი სეზონი ყოველთვის ყველაზე რთულია და ის ამას გაუმკლავდა.

შესთავაზა თუ არა ნეიმარმა საკუთარი თავი “ბარსელონას”? მას ჩემთვის არაფერი უთქვამს.

არტურ მელო “ბარსელონაში” 2018-2020 წლებში თამაშობდა და კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 72 შეხვედრაში მან თავი 4 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 2020 წელს ბრაზილიელი ნახევარმცველი “იუვენტუსში” გადავიდა, გასული სეზონი კი იჯარით “ლივერპულში” გაატარა, სადაც თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ტრავმამ არ მისცა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • geobcn33
    12 ივლ 2023, 16:56

    Rick Sanchez, სხვა თემაა აქ, ზოგადად ესპანეთში და მით უმეტეს კატალუნიაში, აქ ყველას თავისი( მარგალიტი ) ურჩევნია უცხო მართლა მარგალიტს! არტური რაღაცით ჩავის სტილს თამაშობდა, დამჭერი, ბურთის ფლობა და პასი, რავი მე ესე ვხედავდი , არ გაუმართლა არც მწვრთვნელში და არც კლუბის უფროსობაში! 23 წლის იმედისმომცემს რო ცვლი 32წლის უკვე დამთავრებულ ფეხბურთელში ეგ არის ძაან სიდებილე!

  • Barca_MNS
    12 ივლ 2023, 05:11

    ციტატა: shu1987
    ეს არანაირად არ იყო გასაშვები, ნორმალური ტრენერი ამას სერიოზულად მოხოდავდა , რაც მოსამატებელი ქონდა ფიზიკა იყო გამძლეობა დანარჩენი ქონდა ყველაფერი ტიპს დრო ჭირდებოდა…


    თან თითქმის 10 წლით უფროს პიანიჩზე გავცვალეთ. და თან პიანიჩიც რა კლასნი იყო სკამი ვახეხინეთ 10% ვერ გამოვიყენეთ მაგის შესაძლებლობები.

  • shu1987
    11 ივლ 2023, 21:16

    ეს არანაირად არ იყო გასაშვები, ნორმალური ტრენერი ამას სერიოზულად მოხოდავდა , რაც მოსამატებელი ქონდა ფიზიკა იყო გამძლეობა დანარჩენი ქონდა ყველაფერი ტიპს დრო ჭირდებოდა…

  • nika 54
    11 ივლ 2023, 15:47

    სადღაც წავიკითხე იუვეს ტრანსფერზე ყავს ეს დაყენებულიო, ეტყობა მარტო ჩვენ არ გვიჭირს ამ ქვეყანაზე. ყველას თავისი ტებასი ყავს.

  • Rick Sanchez
    11 ივლ 2023, 14:08

    ციტატა: C.PC5
    21-22 წლის იქნებოდა ეს რო ბარსაში მოვიდა და რანაირად იყო პატარა? 😃 18 წლის გავი იმხობს თავზე ყველაფერს, ამიტო პატარა ვიყავი და დედამ დილით არ გამაღვიძა მიზეზები სხვა დროს გამოადგება, თავიდან მართლა კარგად დაიწყო და მეორე სეზონში ჩაისვარა მთლად, ვერ გაამართლა მოლოდინები და მორჩა.


    იმხობს არა კვატი. ბევრი აკლია ჯერ თავზე გადამხობამდე გავის.

  • C.PC5
    11 ივლ 2023, 14:05

    21-22 წლის იქნებოდა ეს რო ბარსაში მოვიდა და რანაირად იყო პატარა? 😃 18 წლის გავი იმხობს თავზე ყველაფერს, ამიტო პატარა ვიყავი და დედამ დილით არ გამაღვიძა მიზეზები სხვა დროს გამოადგება, თავიდან მართლა კარგად დაიწყო და მეორე სეზონში ჩაისვარა მთლად, ვერ გაამართლა მოლოდინები და მორჩა.