workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბეთლაივსა და მასტერ ლიგას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 ივლისს, რესტორან “კარი”-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. “ბეთლაივსა” და “მასტერ ლიგას” შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება.

“მასტერ ლიგა” ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იღებენ.

“მასტერ ლიგასთან” შეთანხმებით, “ბეთლაივი” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგის უცვლელი ნაწილია. მიმდინარე წელს, კომპანიამ რაგბის კავშირთან, ძიუდოს, ჩოგბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციებთან, ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. პარალელურად, “ბეთლაივის” ბრენდის ამბასადორები გამორჩეული ქართველი სპორტსმენები, სანდრო მამუკელაშვილი, დავით ნინიაშვილი და ამირან გოგოლაძე გახდნენ. კომპანიის განცხადებით, “ბეთლაივი”, როგორც ინოვატორი კომპანია, გულშემატკივარს არაერთ საერთო, საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

რამდენიმე თვის წინ, პირველად დავაანონსეთ კამპანია, სახელწოდებით “ჩვენი სპორტისთვის”, სადაც რაგბის, ძიუდოს, ჩოგბურთის და მძლეოსნობის ფედერაციებთან,ასევე კალათბურთის სამოყვარულო ლიგასთან პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. დღეს კი, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ “ბეთლაივსა” და “მასტერ ლიგას” შორის ორწლიანი მემორანდუმი გაფორმდა. სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირი, betlive Master League, უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს და იგი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. აღნიშნული პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაგრძელებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონეზე.

– განაცხადა “ბეთლაივის” კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ღუდუშაურმა.

ქართული სპორტის განვითარება და სპორტში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. უახლოეს მომავალში, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც გაზიარდება ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე მოხდება მატჩების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.  მინდა გითხრათ, რომ ტრანსლირება უკვე დავიწყეთ, რომელსაც, ყურებადობის თვალსაზრისით, კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, ჩვენ მიერ შექმნილი კონტენტი კი როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს წამყვან მედია პლატფორმებზე გაზიარდა. კამპანია “ჩვენი სპორტისთვის” არაერთ სპორტულ ღონისძიებას აერთიანებს და მის ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვან და სრულიად ახალ კონტენტს შევთავაზებთ.

– განაცხადა “ბეთლაივის” მარკეტინგის დირექტორმა, გიორგი ნადარაიამ.

მთელი გუნდის სახელით, ჩვენს პარტნიორს დიდ მადლობას ვუხდი. არ შემიძლია არ ვთქვა, თუ როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ბეთლაივმა ორი წლის წინ. ყველაფერს ვიზამთ, რომ betlive Master League გამორჩეული და ყურებადი ჩემპიონატი იყოს. ჩვენთან არიან გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც მოყვარულებთან ერთად, ქმნიან ამ პროდუქტს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები რომლებიც კარიერას დაასრულებენ, ჩვენთან თამაშს გააგრძელებენ. მინდა, რომ პროექტში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და იცხოვროს ფეხბურთით.

– განაცხადა betlive Master League-ის პრეზიდენტმა, აკაკი ხლაბუსტოვმა.

(რ)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 11 ივლ 2023, 13:59

    ციტატა: cruyff9
    ყველა იმ ორგანიზაციის დედას ვტენე რასაც ტოტალიზატორი აფინანსებს,,სპორტის პროპაგანდას ეწევით და კაზინოს არეკლამებთ?🤮


    ფული საიდან მოიტანონ აბა? დღეს კაზინოებს აქვს მარტო იმდენი შემოსავალი, რომ ასეთი პროექტები დააფინანსონ

  • Maestro 6
    schedule 10 ივლ 2023, 18:13

    ციტატა: cruyff9
    ყველა იმ ორგანიზაციის დედას ვტენე რასაც ტოტალიზატორი აფინანსებს,,სპორტის პროპაგანდას ეწევით და კაზინოს არეკლამებთ?🤮


    და რა არის ალტერნატივა? ყველა საქმეს დაფინანსება და ფული სჭირდება და საიდან ფული?

  • cruyff9
    schedule 10 ივლ 2023, 17:02

    ყველა იმ ორგანიზაციის დედას ვტენე რასაც ტოტალიზატორი აფინანსებს,,სპორტის პროპაგანდას ეწევით და კაზინოს არეკლამებთ?🤮

  • Genius8
    schedule 10 ივლ 2023, 16:55

    🚨 ალ-ჰილალი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ €40 მილიონს იხდის 💰‼️

    🔵 ლაციო ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს გაყიდის, თუმცა ბოლო სიტყვა სერბ ნახევარმცველზეა 👀
    ისე ცუდი არაა სავიჩი და რო დაითრიონ არა?

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2023, 16:45

    წარმატებები, ნეტავ ასეთი ტემპებით გაგრძელდეს ქართული სპორტის აღმასვლა.