არაუხო და გავი კონტრაქტების გახანგრძლივების მოლოდინში

არაუხო და გავი კონტრაქტების გახანგრძლივების მოლოდინში

“ბარსელონას” აწმყოსა და მომავლის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები რონალდ არაუხო და გავი კონტრაქტების გახანგრძლივებას ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაუხოსა და გავის დარჩენა უნდათ, მაგრამ მათ ასევე სურთ, რომ თავი დაფასებულად იგრძნონ. ახალგაზრდები პირველ გუნდში დაწინაურებასთან შესაბამისად ხელფასების გაზრდას ითხოვენ, თუმცა, ისინი ითვალისწინებენ კლუბის ფინანსურ მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ “ბარსა” სახელფასო ფონდის შემცირებაზე მუშაობს. “ბლაუგრანამ” კარგად იცის, რომ არაუხოსა და გავის სამომავლოდ შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მათ ანაზღაურებას უნდა გადახედოს.

სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” პრიორიტეტი თებერვალში უკვე არაუხოსთან და გავისთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    11 იან 2022, 19:54

    გასაკვირია, არ ველოდი!
    ვინც მართლა იმსახურებდნენ და ამ ეტაპზე ყველაზე კარგები არიან ამ ახალ თაობაში, იმათ არაფერი მოუთხოვიათ ზედმეტი ისე გააფორმეს კონტრაქტები, ამათ რა სჭირთ? – პედრი და ფატი ვიგულისხმე… თან ეუბნებიან, რომ ხელფასები დამსახურების მიხედვით ზრდადი იქნებაო, მეტი რა უნდათ, ახალი გადმოსულები არიან პირველ გუნდში,,, კაროჩე რააააა…გული მწყდება ძალიან. იციან, რომ გუნდს უჭირს და მაზოლზე ფეხს აჭერენ, ვენაცვალე კოუტინიოს, თან არც არის ბარსას აღზრდილი..აი ეს არის ადამიანის შინაგანი კულტურა და შეგნება!

  • nika 54
    11 იან 2022, 15:29

    ისე ერთ შავ ლაწირაკსაც უნდოდა თავი დაფასებულად ეგრძნო და ხელფასის გასამმაგება მოინდომა. ის ისტორია ყველას გვახსოვს, უკვე უკან იხვეწება ნეიმარივით და ტირის. დრო წინ მიდის და დღევანდელი ბარსას კარგი დონეც კი მაგალითად ბაიერნისთვის სათადარიგოზე დაჯდომის შანსია მხოლოდ. ამიტომ ძალიან მადას ნუ გამოავლენენ, გულშემატკივრებზე იფიქრონ და იცოდნენ, რომ ოსტატობა დაუფასებელი არ დარჩება. თუ დღეს ვერ დაუნიშნავენ დიდ ხელფასს, ეს ადვილი გამოსასწორებელი იქნება. შემდეგში როცა გუნდი ფინანსურად გაძლიერდება ამ დანაკლისსაც აუნაზღაურებენ. მთავარია გუნდს დაუჯერონ და ენდონ. მშიერი არავინ არ არის დაჟე ალვესის ხელფასითაც კი, ფერარები თუ როლსროისები კი ცოტახანს მოიცდიან.

  • EL MAESTRO 6
    11 იან 2022, 12:09

    ორივეს უნდა გაუხანგძლივონ აუცილებლად, დს მაგათ მერე ნიკოსაც

  • ROUCH
    11 იან 2022, 12:03

    არაუხო კიდე ხო მარა ამ გავიმ რა გადაიჯვა თავზე მადლობა თქვას რო პედრი დაიმტვრა და დრო მიეცა, თან სუ რაღაც 2დღის წინ ჩააჯვა საქმეში. განა მორიბამ სხვა რამე მოითხოვა რასაც აძლევდნენ ნახევარი მილიონით მეტი მინდაო ანუ 2.5აძლევდნენ და არა 3 მომეცითო