workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: გიუნდოგანი? ბარსა ვეტერანებს არ უნდა იმატებდეს

რონალდ კუმანი: გიუნდოგანი? ბარსა ვეტერანებს არ უნდა იმატებდეს

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მიმართ კრიტიკას განაგრძობს:

ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერზე საუბარი საჭირო არაა. ის, ლევანდოვსკის მსგავსად, დიდებული, პროფესიონალი ფეხბურთელია, მაგრამ – უკვე საკმაოდ ასაკიანი.

მომავლისთვის 22 წლის მოთამაშის შეძენა ბევრად მიზანშეწონილია, ვიდრე 33-34 წლის ფეხბურთელის.

როცა “ბარსაში” ვიყავი, ტრანსფერების განხორციელების ფუფუნება არ იყო. სწორედ ამ დროს პედრი, გავი, ნიკო და სხვა ტალანტები აღმოვაჩინე.

ვიცი, რომ როცა მწვრთნელი ხარ, საქმეების არევის შემთხვევაში, გაშვების რისკი ყოველთვისაა. მაგრამ, ვფიქრობ, კლუბისთვის მნიშვნელოვან პირს კარგად უნდა მოექცე. ლაპორტა ჩემთან მართალი არ იყო.

ვფიქრობ, ორიოლ რომეუს ბუსკეტსის ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ ის ახალგაზრდა აღარაა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Bakero
    schedule 09 ივლ 2023, 01:14
    #17

    კაცი რომელმაც გუნდის ისტორიაში თითქმის მეორე გოლეადორს (2 ბურთით ნაკლები აქვს ) სუარესს ბრაიტვაიტი ამჯობინა joy joy joy სუარესი წავიდა და " ატლეტიკოდან " დიდი მოკითხვა გამოუგზავნა პირადად კუმანს

  • Chico
    schedule 08 ივლ 2023, 21:07
    #16

    ამ გუდის ყველმა ხომ ტვინი შეჭამა ბარსაზე ლაპარაკით. სადაც მივიდა ყველა გუნდი ხომ დაასამარა და ეხლა კიდევ ნიდერლანდების ნაკრებიც დაამატა. რომ ჰკითხო ყველაზე კარგად ესმის ყველაფერი…. საიდან ამ ხალხს ამდენი ამბიცია? ერთი გუნდი უნდა დაარსონ სადაც ყველა თავის თაზე შეყვარებული ფეხბურთელი იქნება გაერთიანებული, რონალდუ, ნეიმარი, მბაპე, დეპაი, იბრა, … და მისთნები… მწვრთნელად კი დანიშნონ კუმანი. მოგეცა ლხენა გუნდი შეიკრიბება, მაგრამ დაჭმენ ერთმანეთს….😂😂😂

  • Rick Sanchez
    schedule 08 ივლ 2023, 18:25
    #15

    ახალგაზრდების მოძიებაში მართლა მაგარი იყო, თუმცა ეს ლაპარაკი ბუტია ბავშვის ნააზრევს გავს.

  • laliga2002
    schedule 08 ივლ 2023, 18:05
    #14

    ამ კაცისთვის უნდა გვეცლია ყველამ დო დდდ… მოიტნა გინდა თუარა ტრიპლეტი რატო არ დადოოო

    იუვესთან რო რონალდუმ ჰეთრიკიტ ამოგვტენა და პესეჟემ გვატრია ამის რა ბრალია Gოატი ხო გვყავდა იმის ბრალი რატო არ იყო??

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2023, 14:38
    #13

    ბრაიტვაიტებით და ლუკ დე იონგებით გამოტენილი რო გყავდა გუნდი მაგის ფონზე ხმას როგორ იღებს ეს რამეზე

  • nika 54
    schedule 08 ივლ 2023, 14:07
    #12

    მე აღმოვაჩინეო, სხვა არავინ იყო და რაც იყო იმას იყენებდი, იმიტომაც კინაღამ მოედანზე მოკლეს პედრი.

  • Kun agüeroooo
    schedule 08 ივლ 2023, 11:04
    #11

    კიდე კაი წავიდა თორემ ვინ იცის 2 ლიგაში ამოგვეყო თავი

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 08 ივლ 2023, 10:23
    #10

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    ახალგაზრდებს მაგრად იყენებდა. პოტენციური ლეგენდები – პედრი, არაუხო, გავი ამის დროს გამოჩნდნენ, ნიკოც, მორიბაც. მინგესასგანაც წურავდა


    დესტიც მაგარს ყომარობდა, გრიზმანი საუკეთესო ამის დროს იყო. ფატის ტრავმა რომ არა კარგად განავითარებდა. პროსტა მაინც მაგარი გაბოროტებულია და იმიტო ლაპარაკობს ესე თორე გიუნდოგანის ტრანსფერს როგორ იწუნებს, ტოპია თავის პოზიციაზე.


    გუნდოგანს კიარ იწუნებს ამბობს რომ ასაკშია და აქცენტი მომავლზე უნდა გაკეთდესო, მოვიყვანეთ ასევე ტოპი ლევანდოვსკი მაგრამ რა მერე? ისევ ფორვარდი უნდა ვეძებოთ

  • Don_Andresito
    schedule 08 ივლ 2023, 10:20
    #9

    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    ახალგაზრდებს მაგრად იყენებდა. პოტენციური ლეგენდები – პედრი, არაუხო, გავი ამის დროს გამოჩნდნენ, ნიკოც, მორიბაც. მინგესასგანაც წურავდა


    დესტიც მაგარს ყომარობდა, გრიზმანი საუკეთესო ამის დროს იყო. ფატის ტრავმა რომ არა კარგად განავითარებდა. პროსტა მაინც მაგარი გაბოროტებულია და იმიტო ლაპარაკობს ესე თორე გიუნდოგანის ტრანსფერს როგორ იწუნებს, ტოპია თავის პოზიციაზე.

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 08 ივლ 2023, 09:23
    #8

    ყველაფერი ყველაფერი და შენ გაჩუმდი საერთოდ

  • Albicelecte
    schedule 08 ივლ 2023, 09:18
    #7

    გუნდოგანი რომ უფასოდ მოვიდა, ეგ არაფერი?!
    ყველა ფრონტზე საომარია, ტრავმები, ტრავმები, ტრავმები, გადაღლა, გადაღლა, გადაღლა…
    ჩემპიონატი – 38 მატჩი, კოპა დელ რეი 6 მატჩი (პოტენიურად), ლიგა 13 მატჩი (პოტენციურად), სუპერკოპა 2 მატჩი, გამოდის 59 შეხვედრა არა?!
    ამას დამატებული 6 საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი, ევროზე, სხვადასხვა ნაკრებებში ხომ არიან? გამოდის სულ 65 მატჩი, რომლის ჩატარებაც მოუწევთ სადღაც 9 თვის განმავლობაში
    უხეშად რომ ვთქვათ, ყოველ 4 დღეში, ხანდახან მე-5 დღეს უწევთ თითო მატჩის ჩატარება და რობოტები არ არიან;
    ამიტომ სკამისთვის ძალიანაც კარგია, მით უმეტეს, გამოცდილი ფეხბურთელებიც რომ გყავს, იცი "ეკონომ რეჟიმში" როგორ დააგროვო ქულები

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 08 ივლ 2023, 08:11
    #6

    რონალდ მოდი ვაფშე თავი დაანებე ფეხბურთს რა

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 08 ივლ 2023, 02:35
    #5

    ახალგაზრდებს მაგრად იყენებდა. პოტენციური ლეგენდები – პედრი, არაუხო, გავი ამის დროს გამოჩნდნენ, ნიკოც, მორიბაც. მინგესასგანაც წურავდა

  • JustBarcaLover
    schedule 08 ივლ 2023, 02:23
    #4

    აბა აბა შენ კი მოიყვანე ბებერი მარა კაცი ლეგენდა ლუკ ხე იონგი

  • Neymar
    schedule 08 ივლ 2023, 01:48
    #3

    აი, ეს რომ სკაუტი ყოფილი დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა, თავის საქმეში, რადგან რაც მაგრად გამოსდის მართლა ეგაა, პედრიც ამან აღმოაჩინა, გავიც და ნიკოც. რაც არ უნდა თქვას და რამე, მაინც ბარსას ლეგენდაა და პატივს, უბრალოდ იმიტომ ვცემ, რომ პედრისნაირი მოთამაშე მოგვიყვანა.

  • cruyff9
    schedule 08 ივლ 2023, 01:20
    #2

    შენ რო მოგიყვანეს ბატონო კუმან მაგაზე რა აზრის ხარ??ლეგენდა ხარ კლუბის და თავს ნუ იბანძებ🤦🏻‍♂️

  • rivaldo80
    schedule 08 ივლ 2023, 01:16
    #1

    რეებს ბოდიალობს ერთ ერთი ახალგაზრდა გუნდია ბარსა და ზუსტად გამოცდილებით უნდა დაბალანსოს.ექსპერიმენტების დრო და ფული ბარსას არ აქვს ამ ეტაპზე.