ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, ESPN-მა 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა და რა თქმა უნდა, ამ სიაში “ბარსელონელებს” მრავლად ვხვდებით.
საუკეთესო მეკარეებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რომელიც ტიბო კურტუას ჩამორჩა.
საუკეთესო მარჯვენა მცველებს შორის მე-5 ადგილზე მოხვდა ჟიულ კუნდე.
მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის მე-6 პოზიციას დასჯერდა რონალდ არაუხო.
მსოფლიოს მე-8 საუკეთესო მარცხენა მცველად დასახელდა ალეხანდრო ბალდე.
ცენტრალურ ნახევარმცველებში მე-9 პოზიცია დაიკავა ფრენკი დე იონგმა, ხოლო მე-4 ილქაი გიუნდოგანმა და მე-3 პედრიმ.
შემტევ ნახევარმცველებს შორის მეშვიდეა გავი.
უსმან დემბელე მე-4 საუკეთესო გარემარბად დასახელდა.
რობერტ ლევანდოვსკი კი ცენტრფორვარდებს შორის მეხუთეა.
რაც შეეხება მწვრთნელებს – ჩავი მე-10 ადგილზე გავიდა, პირველი პოზიცია კი, რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლამ დაიკავა.
საუკეთესო ასეულში ყველაზე მეტი, 13 წარმომადგენელი (12 ფეხბურთელი და 1 მწვრთნელი) “მანჩესტერ სიტის” ჰყავს. მეორე ადგილზე “ბარსელონა” გავიდა (10 ფეხბურთელი და 1 მწვრთნელი), მესამეზე კი, 10 წარმომადგენლით – “რეალ მადრიდი”.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გარემარბებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა და მხოლოდ ბუკაიო საკას ჩამორჩა.
კურტუამ რაში აჯობა ნეტა, სიმაღლეში?
კურტუა რა ნამუსითაა შტეგენზე წინ?
უსმან დემბელე მე-4 საუკეთესო გარემარბად დასახელდა.
მერე არავის უნდა? თუ ხუმრობა იყო?
ში* ხოარ აქვთ ამათ? რა კურტუა ბიჭო რა კურტუა. ლალიგა მარტო მოიგო ტერ შტეგენმა. ლევანდოვსკიზე მეტი გოლი მარტო ჰოლანდმა და მბაპემ გაიტანეს კლუბებში და მეხუთეზე როგორ გავიდა? ან არაუხოზე კარგი 5 ცენტრალური მცველი სად იპოვეს? რუბენ დიაშის გარდა ყველას ჯობდა ტიპი.
აუ რავიცი რა, ამათმა თუ რამის შედგენა იცოდნენ მე ვიყო უმტიტი.
მაგარი *ლე რეიტინგია ძმაო
აი იმ შეფასების ობიექტურობას გავკარი სადაც კურტუას შტეგენზე წინ აყენებენ, სირცხვილია ტიპმა ისტორია გაიმეორა მსგავსი შედეგი კურტუას არც დაესიზმრება, თუ ლიგით ფასდება ედერსონმა ფინალში ინტერთან ცუდად ითამაშა ?? არაობიექტური დედები ამათი, ან ვინისიუსიო და ბერნარდო გრილიშმა არ იყო იმ ლიგიდან დაახვევინა რა ქნა ვინისიუსმა , ცუდი არცერთია და არც მეორე მაგრამ არასწორია, ან ბელინგემი რითია კდბიზე უკეთესი ?
აქაც რომ ვიჩაგრებითთ…
რა კურტუა პირველზე ან რაის საკა საუკეთესო გარემარბად, დავიჯერო ბერნარდო და ვინისიუსი სხვა პოზიციაზე თამაშობენ??? ან ბალდეზე უკეთესი 7 მარცხენა მცველი სად ნახეს გასული სეზონიდან😃
რა კურტუა 😀😀😀😀😀😀😀
რა კურტუა ძმააა, ამათმა ხოარ ჩამოკრეს