მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას მიიღებს

აბიდალი სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას მიიღებს

აბიდალი სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ იმფორმაციას “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ფრანგმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ აბიდალის ტრავმა, რომელიც მან “ელ მოლინიონზე” თამაშისას მიიღო, სერიოზული არაა, ამიტომ ფეხბურთელი ბარსელონაში დაბრუნებას და მკურნალობას არ საჭიროებს. ერიკი ნაკრებთან ერთად 7 ოქტომბერს ალბანეთს დაუპირისპირდება, ოთხი დღის შემდეგ კი ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

 

მასკერანო დისკვალიფიცირებულია

არგენტინელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ. პირველი შეხვედრა მათ ჩილესთან უწევთ, სადაც მესი და მასკერანო გამოძახებულები არიან. შეგახსენებთ, რომ ჩილელები შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. მათ “ბარსელონას” ახალწვეული ალექსის სანჩესი აკლიათ, ტრავმის გამო. სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების მსგავსად, არგენტინაც შეხვედრებს 7 და 11 ოქტომბერს გამართავს. ნაკრების პირველ მატჩს გამოტოვებს ხავიერ მასკერანო, რომელიც დისკვალიფიცირებულია. იგი თანამემამულეებს მეორე შეხვედრისას შეუერთდება.

 

ესპანეთის ფორმალურობა

ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში “ბარსას” რვა ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არიან ვალდესი, პიკე, პუიოლი, ტიაგო, ვილია, პედრო, ჩავი და ბუსკეტსი. მსოფლიო ჩემპიონები ჩეხეთისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა უკვე გადალახა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. ტრავმირებული ინიესტა და სესკი სამშობლოში რჩებიან.

 

ალვეში და ადრიანო ბრაზილიის ნაკრების სამსახურში

როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას, ბრაზლიას საკვალიფიკაციო შეხვედრებში მონაწილეობა არ უწევს, ამიტომ მსოლიოს ხუთგზის ჩემპიონები ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. მიმდინარე კვირას ისინი კოსტა რიკასა და მექსიკას დაუპირისპირდებიან. ნაკრებში გამოძახებულები არიან ალვეში და ადრიანო.

 

კეიტა მალიში დაბრუნდა

სამშაბათს კეიტა მალის ნაკრების შემადგენლობაში გამოვა და აფრიკის ეროვნული თასის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ლიბერიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აფრიკის კონტინენტს ჩემპიონატი 2012 წლის თებერვალში გაიმართება.

 

ბარტრა 21 წლამდელთა ნაკრებში ვერ მოხვდა

მარკ ბარტრა ვერ მოხვდა ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების განაცხადში. სამაგიეროდ ლუის მილიამ კარლეს პლანასი და მარტინ მონტოია გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ესპანელები 6 ოქტომბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

 

13 ოქტობმერს ყველანი ბარსელონაში დაბრუნებიან

თუ ყველაფერი განრიგის მიხედვით ჩაივლის, “ბარსელონას” პირველი გუნდის ის 14 ფეხბურთელი, რომლებიც სანაკრებო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას, გვარდიოლას განკარგულებაში 13 ოქტომბერს მოექცევა. შაბათს “ბარსას” “კამპ ნოუზე” “რასინგთან” მატჩი ელის. პეპი გუნდს მხოლოდ სამ ვარჯიშს ჩაატარებინებს, აღნიშნულ მატჩამდე. ვარჯიშები ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში