workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გიუნდოგანის პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

გიუნდოგანის პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

“ბარსას” გერმანელმა ახალწვეულმა კატალონიური კლუბის ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა:

“მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ერთი კლუბის გამო დავტოვებდი – ეს კლუბი “ბარსელონაა”. ამ მაისურის ტარებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 

მჯერა, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ. უბრალოდ, მინდა, “ბარსელონას” დავეხმარო, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს. 

კვლავ ჩემს ძველ მეგობარ ლევანდოვსკისთან ერთად ვითამაშებ. ასევე, მიხარია, რომ ახალი მწვრთნელი მეყოლება, რომელიც ყოველთვის ჩემი კუმირი იყო.

ჩავის გუნდის პროექტზე ძალიან ბუნებრივად ვესაუბრე. ჩვენს შორის მენტალიტეტში ბევრი საერთო შევნიშნე.

“ბარსაში” დიდი ზეწოლა იქნება, რაც მომწონს – კომფორტის ზონიდან გამოსვლა მიყვარს. ახალ გამოწვევას ვეძებდი. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 29 ივნ 2023, 22:50

    წარმატებები.

  • Chico
    schedule 26 ივნ 2023, 20:16

    ჩვენი ბიჭია ეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება ბარსაში! დარწმუნებული ვარ ბარსას შეეწყობი და და დანარჩენ ბიჭებთან ერთად თავდაუზოგავად იბრძოლებ გამარჯვებების მისაღწევად!!!! კარგი ტრანსფერია, მაგრამ ბუსკეტსის ზონა მაინც ღიაა….

    nika 54, ლეო არ მიუხსენიება მაგ ადგილის თამაშში. უთხრეს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს დაარეგისტრირებენ, მაგრამ გარანტია არ მისცეს. ეს ყველაფერი ჩავის მეშვეობით ლაპარაკის დონეზე იყო,. ბარსას ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია ლეოსათვის. ბოლოს მისცეს რაღაც ქაღალდი, რიმელიც არც ხელმოწერილ იყო და არც ოფიციალური. ლეომ ვერ გარისკა ლაპორტას ნდობა, მოგეხსენებათ რატომაც და ვფიქრობ სწორად მოიქცა. ლაპორტას დიდი არაფერი გაუკეთებია მის მოსაყვანად და შეიძლება ეს დროის გაჭიმვაც სპეციალურად იყო მოწყობილი, იმიტომ, რომ ლაპორტამ ზუსტად იცოდა, რომ ლეო არ ენდობოდა მის სიტყვას და წავიდოდა. სამაგიეროდ ეხლა ლაპორტა იძახის, რომ მან ყველაფერი გააკეთა, ოღონდ ლეომ სხვა გზა აირჩია და უნდა პატივი ვცეთ მის არჩევნსო… ეს ასეა ნამდვილად იმიტომ რომ ლაპორტას ესეთი რამე ბევრჯერ აქვს გაკეთებული…..

  • azulgerana
    schedule 26 ივნ 2023, 17:16
    უბრალოდ, მინდა, "ბარსელონას" დავეხმარო, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს

    ამის იმედი მაქვს. ფაქტია რომ ესე სტილის გამთამაშებელი გვაჭირდებოდა და იმედია გავი და პედრი ბევრს ისწავლიან მისგან

  • mari
    schedule 26 ივნ 2023, 15:56

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: vereli
    ვაააა, მართლა ვერ გავიგე როგორ გახდა ბარსას ფეხბურთელი????? ახალ ფეხბურთელებს ხომ ვერ არეგისტრირებენ და ეს რანაირად ?????? რო ვერ დაარეგისტრირონ?????????????? ესე არ იყო კესიზეც ძლივს მოასწრეს დარეგისტრირება, და ესე ხო მესისაც შეეძლო გამხდარიყო ბარსას ფეხბურთელი და დაარეგისტრირებდენ აგვისტოს ბოლოს არაა????????????
    რა გამოდის რო მესი – ლაპორტა – ტებასი სამივე ერთად ტრაკს ათამაშებენ??????????? და თან საკმაოდ ლამაზადაც


    კანონის მიხედვით ფეხბურთელს როცა ახალ კონტრაქტს სთავაზობს წინა ხელფასის ნახევარი მაინც უნდა დაუნიშნო ხელფასის სახით,,სწორედ ეს იყო პრობლემა მესის შემთხვევაში


    კიი, ასეა, სანამ მესიზე იყო ლაპარაკი, ტებასმა ერთ ინტერვიუში თქვა: "ბარსა ვერ შეძლებს მის დამატებას, იმიტომ რომ ლა ლიგის წესებით მესის ხელფასი 30 მლნ-ზე ნაკლები არ უნდა იყოსო!"
    == და საინტერესოა ნეტავ ვინ ადგენს მაგ წესებს???
    მესი კი იძახოდა, დავიკლებ, თუნდაც სულ უფასოდ ვითამაშებო, მაგრამ ძაღლი ტებასის კანონებით არ შეიძლება!!!

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2023, 15:15

    ჩავის გუნდის პროექტზე ძალიან ბუნებრივად ვესაუბრე. ჩვენს შორის მენტალიტეტში ბევრი საერთო შევნიშნე.
    ბუნებრივად ნიშნავს თარჯიმნის გარეშე? დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა რა ენაზე ისაუბრეს.

  • დამავიწყდა
    schedule 26 ივნ 2023, 14:58

    მესიზე კიდე ვერ გაიგო ხალხმა რა მოხდა

  • mari
    schedule 26 ივნ 2023, 13:48

    ამ მაისურის ტარებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.
    ============================================
    wink wink smiley smiley მოკლედ, ყველა მაგ სიტყვებით იწყებს პირველ კომენტარს, მაგრამ მაგ მაისურის ტარებას რომ კარგი თამაში და ტიტულების მოგება უნდა ამშვენებდეს, მერე უკვე "ბუნდოვნად ახსოვთ"!!! ::DDD

  • gruz-in
    schedule 26 ივნ 2023, 13:24

    ლეო არ დაელოდა!!რაა გაუგებარი,ხო აბა ილქაიზე შეძლეს და მესიზე ვერა
    კარგი რაა ძეტსკი სადია ისევ

  • cruyff9
    schedule 26 ივნ 2023, 13:22

    ციტატა: vereli
    ვაააა, მართლა ვერ გავიგე როგორ გახდა ბარსას ფეხბურთელი????? ახალ ფეხბურთელებს ხომ ვერ არეგისტრირებენ და ეს რანაირად ?????? რო ვერ დაარეგისტრირონ?????????????? ესე არ იყო კესიზეც ძლივს მოასწრეს დარეგისტრირება, და ესე ხო მესისაც შეეძლო გამხდარიყო ბარსას ფეხბურთელი და დაარეგისტრირებდენ აგვისტოს ბოლოს არაა????????????
    რა გამოდის რო მესი – ლაპორტა – ტებასი სამივე ერთად ტრაკს ათამაშებენ??????????? და თან საკმაოდ ლამაზადაც


    კანონის მიხედვით ფეხბურთელს როცა ახალ კონტრაქტს სთავაზობს წინა ხელფასის ნახევარი მაინც უნდა დაუნიშნო ხელფასის სახით,,სწორედ ეს იყო პრობლემა მესის შემთხვევაში

  • Iniesta_8
    schedule 26 ივნ 2023, 13:14

    მოუწევთ ზამენაზე გადაჯდომა გავი-დეიონგიდან ერთერთს. ალბათ უფრო გავის. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და სათადარიგოდან ჩართვაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. რობერტოს ადგილი საერთოდ არ არის ახლა. კესისაც კი ვერ ჯობია ვის უნდა გაუწიოს კონკურენცია არ ვიცი. რატომ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი ხავის მოკითხეთ. ახლა შეუდგნენ ხლამის მოშორებას. ტორესი არ მიყავს არავის მარა რაფინია და ფატი უნდა რამდენიმე კლუბს. ჯობია ერთი ფეხბურთელი გყავდეს და გამოსადეგი ვიდრე 3 ტორესის და რაფინიას ნაირები.

  • vereli
    schedule 26 ივნ 2023, 13:12

    ვაააა, მართლა ვერ გავიგე როგორ გახდა ბარსას ფეხბურთელი????? ახალ ფეხბურთელებს ხომ ვერ არეგისტრირებენ და ეს რანაირად ?????? რო ვერ დაარეგისტრირონ?????????????? ესე არ იყო კესიზეც ძლივს მოასწრეს დარეგისტრირება, და ესე ხო მესისაც შეეძლო გამხდარიყო ბარსას ფეხბურთელი და დაარეგისტრირებდენ აგვისტოს ბოლოს არაა????????????
    რა გამოდის რო მესი – ლაპორტა – ტებასი სამივე ერთად ტრაკს ათამაშებენ??????????? და თან საკმაოდ ლამაზადაც

  • Griezzy7
    schedule 26 ივნ 2023, 13:08

    ჯიგარიხარ გუნდო 💜 მნიშვნელოვანი თამაშების კაცი არ გვყავდა გუნდში და აი უკვე გვყავს ✅️