ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ფრენკი დე იონგს მარცხენა ქვედა კიდურზე, ქუსლის კუნთის არეში აქვს დაზიანება.
Sport-ის ცნობით, კლუბი 24 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
AS ნიდერლანდელის მდგომარეობას რთულად აფასებს, Sport კი შედარებით დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ადრეა დანამდვილებით იმისი თქმა, რომ ფრენკი ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “რეალის” წინააღმდეგ მატჩისათვის მზად იქნება.
თამაში არ დამთავრებულა ისე, რომ ვინმე არ მიემატოს ტრავმირებულებს, ლაზარეთიდან კი არავინ ბრუნდება ჯერ.
სადღაც წავიკითე, ფრენკი გვარდიოლას უნდა და ლაპორტში უცვლიანო. ის კი აათამაშებს ამაში ეჭვი არც მეპარება.
იმედია სერიოზული არაფერია
მთავარია გავი მოიხოდოს
La Pulga10,
ისევ პიკე-ლენგლეს დუეტი იქნება ალბათ.
რეალთან დაცვა დაგვღუპავს,ერთი არაუხო იყო და ეგეც დაიტრამვა.დალშე პედრი,ფატი და დეპაი დაბრუნდებიან,გავიც გვეყოლება და სხვა კორონიანები,ფერანს დაარეგისტრირებენ იმედია.