თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის პრეზიდენტი, სანდრო როსელი ორიოდე სიტყვით შეეხო გუნდს და ისაუბრა ”ბარსას” მოუშუშებელ იარაზე (ტრავმებზე). მან განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თამაშებში არ დაშავდნენ, რადგან ”ბარსა” კვლავ გეგმავს ”ლა ლიგის” ზედიზედ მეოთხედ მოგებას და ტრავმებმა მათ ხელი ამაში, არ უნდა შეუშალონ.
გარდა ამისა სანდრო როსელმა კომენტარი ნეიმარზეც გააკეთა: ”ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ყველაფერს მალე გაიგებთ. ახლა ჩემი და ყველას საფიქრალი ”ლა ლიგის” მოგებაა და ამაში ყველანი ყველაფერს ჩავდებთ”. – განაცხადა მან ”Marca-სთან” მიცებულ ინტერვიუში.
ასევე იგი ორი სიტყვით შეეხო ჩუს პერედასაც:” ის ჩინებული ადამიანი და შემდეგ უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლდათ. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა ის და გვეყვარება კიდეც. ეს პიროვნება ჩვენ არასდორს დაგვავიწყდება”. – განაცხადა როსელმა.


