ილქაი გიუნდოგანის “ბარსელონაში” ტრანსფერი გადაწყდა: ფეხბურთელი 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით €9 მილიონს მიიღებს, გამოსასყიდი თანხა კი €500 მილიონი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ბოლო პერიოდში “მანჩესტერ სიტისგან”, “არსენალისა” და “ალ იტიჰადისგან” (რომელიც მას გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობდა) დიდ ზეწოლას გრძნობდა, ილქაი “ბარსას” ერთგული დარჩა და კლუბისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა.
დღეს მატეუ ალემანი გიუნდოგანს თავად შეხვდა და ტრანსფერი დახურა, მაგრამ შეთანხმება ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდება, რაც ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” დაემშვიდობება.
ხავი მიგელის ინფორმაციით, გიუნდოგანი “ბარსელონას” 17 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე შემოუერთდება.




თან ბარსასთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს საყრდენს, ფუნდამენტია გუნდისთვის და წინასწარ გული მისკდება სავარაუდო კანდიდატები რო მესმის, ნევეშიო ამრაბატიო სუბიმენდიო. ვერც ერთი გაართმევს თავს ბუსის ფუნქციას. მარა ნახევარდაცვის დონე მაინც მწვრთნელზეა დამოკიდებული, ტოპ მწვრთნელი არავარკვლავურ სახელებსაც კარგად გამოიყენებს. სიტიში მსოფლიოს საუკეთესო გუნდელები ყავს და კი მოიგო ყველაფერი. ეგრე ნაკრებშიც ტოპ ნახევარმცველები ყავს, კიმიხი, კროოსიც ყავდა, გორეცკა და ა.შ. მარა გერმანია ჯგუფიდან ვერ გადის მეორე მსოფლიოა უკვე და ესეც უფერულია ნაკრებში
კი გეთანხმები 100% ! როდრი აქცია ვარსკვლავად გვარდიოლამ და მანამდე დე ბრუინის თამაში აიყვანა უმაღლეს დონეზე და სტოუნზისგან რასაც " აკეთებს " ეგ ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროა მე სტოუნსის სათამაშო ფუნქციას ვგულისხმობ ! რავიცი ჩემი აზრით ჩავის ჯერ პეპთან უნდა ემუშავა ასისტენტად რამდენიმე სეზონი ადრე იყო ჯერ მაგისთვის ბარსელონას მთავარი მწვრთნელობა ეხლა გზადაგზა სწავლობს გუნდთან ერთად რაც ძალიან რთულია ! პრაქტიკულად ჩემი აზრით არასწორი გზაა თანაც მაგ ყველაფერს კიდევ გუნდის (ყველანაირი!) მდგომარეობა ართულებს
მაისურებს კი იცოცხლე უცბად ვაცმევთ ხოლმე და რავიცი, კიდე რამე არ მოგვიგონოს იმ უჯიშო ტებასმა.
მაგაზე მეც ვიფიქრე და სწორედ ესაა საუკუნის გამოცანა ჩემთვის.
შეუძლია ვინმეს აქ ამიხსნას რანაირად ხდება ეს, რომ გიუნდოგანს (ან სხვა ნებისმიერს) დარეგისტრირების პრობლემა არ ექმნება და მესის, რომელიც ასევე უფასოდ მოდიოდა, ვერ არეგისტრირებდე
თან ბარსასთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს საყრდენს, ფუნდამენტია გუნდისთვის და წინასწარ გული მისკდება სავარაუდო კანდიდატები რო მესმის, ნევეშიო ამრაბატიო სუბიმენდიო. ვერც ერთი გაართმევს თავს ბუსის ფუნქციას. მარა ნახევარდაცვის დონე მაინც მწვრთნელზეა დამოკიდებული, ტოპ მწვრთნელი არავარკვლავურ სახელებსაც კარგად გამოიყენებს. სიტიში მსოფლიოს საუკეთესო გუნდელები ყავს და კი მოიგო ყველაფერი. ეგრე ნაკრებშიც ტოპ ნახევარმცველები ყავს, კიმიხი, კროოსიც ყავდა, გორეცკა და ა.შ. მარა გერმანია ჯგუფიდან ვერ გადის მეორე მსოფლიოა უკვე და ესეც უფერულია ნაკრებში
მივესალმები გიუნდოგანის მოსვლას კარგია ესეთი გამოცდილი კაცი გვჭირდება იმედია ბარსელონაში არ გამოაშტერებენ პროფესიონალიზმი და კლასი უმაღლესი კი ბატონო ! ისე ამ კაცს უკან როდრი ჰყავდა ( მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ ერთი საუკეთესო საყრდენი კიმიხთან ერთად რასაკვირველია) და წინ დე ბრუინი
საყრდენი ძალიან სერიოზული პრობლემაა აი ვინგერს კიდევ იპოვი კაცი (ნეიმარი აქეთ იხვეწება) მაღალი კლასის საყრდენი გაცილებით ძნელი მოსაძებნია