ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, განაცხადა, რომ თავისი გუნდი მუშაობს იმ კუთხით, რომლითაც კატალონიის “ბარსელონა”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
რუნიმ ხაზი გაუსვა არამარტო შეტევას კატალონიური გუნდისა, არამედ დაცვასაც: “ბარსელონა” ფეხბურთელები ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ და აკეთებენ უამრავ პასს. ბურთის კონტროლი კი მათ უმაღლეს დონეზე მეტყველებს. როდესაც რომელიმე კატალონიელი ფეხბურთელი კარგავს ბურთს, მაშინ მთელი გუნდი იწყებს პრესინგს, რომლის გაძლებაც მეტოქისთვის თითქმის შეუძლებელია და ხშირ შემთხვევაში ისინი “უბრუნებენ” ბურთს კატალონიელებს. სწორედ ამ კუთხით მუშაობს ჩვენი გუნდი დღესდღეობით”. დაასრულა უეინ რუნიმ.



