ბარსელონა Google-ში აქტუალურობას კარგავს

ბარსელონა Google-ში აქტუალურობას კარგავს

კორონავირუსით გამოწვეული ჩავარდნის შემდეგ ესპანეთში სპორტი აქტუალურობას იბრუნებს, რასაც “ბარსელონაზე” ვერ ვიტყვით.

კატალონიურმა TV3-მა 2021 წლის განმავლობაში ესპანეთიდან საძიებო სისტემა Google-ში მოძებნილი სიტყვების სტატისტიკა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანები უმეტესად პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების ძებნით იყვნენ დაკავებულნი, 2021 წელს ქვეყანაში სპორტმა პოპულარობა დაიბრუნა.

ესპანეთში 10 ყველაზე პოპულარულ საძიებო სიტყვას შორის 7 სპორტს უკავშირდება, მაგრამ არცერთი არაა “ბარსელონასთან” დაკავშირებული.

ყველაზე დაძებნადი სიტყვები ესპანეთში:

  1. Tiempo mañana (ხვალინდელი დრო)
  2. Eurocopa (ევროპის ჩემპიონატი)
  3. La Liga
  4. Real Madrid
  5. Roland Garros
  6. Volcán La Palma (პალმაზე ამოფრქვეული ვულკანი)
  7. Bonolotto (ესპანური ლატარია)
  8. Mbappe
  9. Atlético de Madrid
  10. NBA

“ბარსელონასთან” დაკავშირებული საკითხი, რომელიც გასული წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალური იყო, ასე ჟღერს: “რატომ მიდის მესი?” ეს კითხვა მე-3 ადგილზე გავიდა იმ კითხვებს შორის, რომლებიც იწყება სიტყვით “რატომ”.

რა თქმა უნდა, სწორედ მესის წასვლაა იმის მიზეზი, რომ “ბარსელონამ” აქტუალურობა დაკარგა. თუმცა, იმედია, სიტუაცია 2022 წელს გამოსწორდება. ამ წელს “ბარსა” ელიტაში ხმაურიანად დაბრუნებას გეგმავს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    01 იან 2022, 13:01

    "ბარსელონასთან" დაკავშირებული საკითხი, რომელიც გასული წლის განმავლობაში ყველაზე აქტუალური იყო, ასე ჟღერს: "რატომ მიდის მესი?"
    წასულ მესისაც კი ისევ ბარსას უკავშირებენ. და კიდევ ცოტა სული რო მოითქვან მის მაისურებს და აქსესუარებს ყიდიან. ყიდიან ლეოს კაპიტნის სამკლაურს მისივე და ჩავი ინიესტას ხელმოწერებით.
    მე ბარსას მუზეუმში "კამპ ნოუზე" ჟოან გამპერის უამრავი აქსესუარი ვნახე, დაწყებული ბარსას სოსიოს ნომერ პირველი მოწმობით, ბუცებით თუ კაპიტნის სამკლაურით, მოწმობით ბარსას დაარსებაზე. კრუიფის ბუცები თუ ასევე მრავალი აქსესუარი, ერთ დარბაზში რომელიც მთლიანად კრუიფს ეძღვნება. მესის ოქროს ბურთები, მაშინ სულ 5 იყო. ის თასიც ვნახე თბილისში რო მოიგეს, 2015 წლის სუპერთასი, ასეც აწერია თარიღი და თბილისი. იმედია ამეებსაც არ გაყიდიან და ისტორიას რაღაცას მაინც დაუტოვებენ. თუმცა მესის ამათ გარეშეც მსოფლიო არ დაივიწყებს. პიკეს კი არა მგონია ბარსას პრეზიდენტობა ეღირსოს.

  • EL MAESTRO 6
    31 დეკ 2021, 20:03

    ეჰ ნეტა მეტი საჯავრებელი არ გვქონდეს😒, დაიბრუნებს ბარსა ძველ სიდიადეს და მერე ყველაფერი დალაგდება