workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის დაბრუნება განხორციელებადია – ბარსამ ლა ლიგისგან დასტური მიიღო

მესის დაბრუნება განხორციელებადია – ბარსამ ლა ლიგისგან დასტური მიიღო

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ლა ლიგამ “ბარსელონას” ფინანსური გეგმა საბოლოოდ განიხილა და მას მწვანე შუქი აუნთო.

Relevo-ს ჟურნალისტის ცნობით, ამჟამად აღნიშნული გეგმის მთავარი ნაწილის განხორციელება – ლიონელ მესის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა არა – გარანტირებული.

“ბარსელონამ” ფეხბურთელების გაშვებით მომდევნო სეზონისთვის სახელფასო ხარჯები 40 მილიონით შეამცირა, რაც გავის, რონალდ არაუხოსა და ინიგო მარტინესის კონტრაქტების დასარეგისტრირებლად საკმარისი იქნება – ეს უკანასკნელი “ბარსასთან” შეთანხმებულია და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

“ბარსას” მესის დასარეგისტრირებლად 25 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება , რადგან კლუბი არგენტინელს სწორედ ამ რაოდენობის ხელფასს (გადასახადების ჩათვლით) სთავაზობს.

იმის გამო, რომ “ბარსელონა” სახელფასო ლიმიტს აჭარბებს, კატალონიელებისთვის ლა ლიგის 40%-იანი წესი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ტრანსფერებში ახალი დანაზოგის 40%-ის დახარჯვა შეუძლია, ხოლო ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული თანხის 20%-ის. თუ დავუშვებთ, რომ “ბარსა” ანსუ ფატის 35 მილიონად გაყიდის, ტრანსფერიდან 20%-ს (7 მილიონი), ხოლო ხელფასიდან – 40%-ს (დაახლოებით 2.8 მილიონი) დაზოგავს – ანუ ჯამში დაახლოებით 10 მილიონს, რასაც ემატება უკვე დაზოგილი 40 მილიონიდან დარჩენილი დაახლოებით 5 მილიონი.

ლა ლიგის დასტური ლეო მესის დასამატებლად წინ გადადგმული ნაბიჯია, ახლა “ბარსელონამ” გეგმა უნდა შეასრულოს, რისთვისაც კლუბს ბევრი დრო არ აქვს – არგენტინელი დიდხანს მოცდას არ აპირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • me da barca
    schedule 06 ივნ 2023, 11:42
    #18

    ეტყობა მისმა აღმატებულება ტებასმა კარგ განწყობაზე გაიღვიძა. იფიქრა მესის მოსვლა ლა ლიგასაც წაადგება და მეც ვიხეირებო, გასცა ბრძანება და შუქნიშანზე აანთეს მწვანე შუქი.

  • Fc Barca Batumi
    schedule 05 ივნ 2023, 18:34
    #17

    მესის ალ ჰილალი, სულ ბენზემაზე ჰკიდია!

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2023, 17:09
    #16

    ციტატა: MESSI 2017
    ფატის ხელი არ დააკატპნ მესისთან ერთად ისეთ ფორმაში შევა რომ ვერც წარმოიდგენთ რაფინია,რობერტო,პენია,ფერანი,დემბელე,კესი ესენი არიან გასაშვები ფატი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან


    ჩავი ვენებს გადაიჭრის და დემბელეს არ გაუშვებს. დემბელეზე როგორ ამბობს უნიჭიერესი ფეხბურთელიაო არვიცი ვის დასცინის დემბელეს თუ ჩვენ?

  • Zura Gviniashvili
    schedule 05 ივნ 2023, 16:27
    #15

    ყველაზე კარგი ვარიანტი არის მაღალ შეფასებული ფეხბურთელები გავყიდოთ რომ დიდი თანხა შემოვიდეს

  • Rick Sanchez
    schedule 05 ივნ 2023, 16:04
    #14

    ძლივსსს!!! დავაი იმუშავეთ და დიდხანს არ მოაცდინოთ ეგ კაცი, თორემ დაჰკრა ფეხი ალ ჰილალში

  • Barca for life
    schedule 05 ივნ 2023, 15:57
    #13

    Zura Gviniashvili, ნუ მე დარწმნებული ვარ ჩვენებმა ისეთი გეგმა წარადგინეს რომელიც მაქსიმალურად გაწურულ დეტალებას მოიცავდა და ლალიგა ისეთი პუტანკაა რო მართლა 100იანი დარწმუნებულები რომ არ ყოფილიყვნენ რომ შესრულებადია, არ დაამოწმებდნენ..
    ამიტო გაყვებიან ახლა მაგ გეგმას, აგერ მესის მამასაც უსხნიან უკვე რაც ხდება და დალაგდებიან რა..
    მთავარია მესის კონტრაქტი წარუდგინონ და აქ ჩვენების საქმე დამთავრებული იქნება..
    ხოლო ლა ლიგამ უკვე მოილია მისი სვლა და აშკარაა რომ აბრუნებენ..

  • C.PC5
    schedule 05 ივნ 2023, 15:42
    #12

    სრულიად საფეხბურთო სამყაროს სურვილს კარი გაეღო!

  • Zura Gviniashvili
    schedule 05 ივნ 2023, 15:16
    #11

    რავიცი ნაგვებიდან იქნებ 100 მილიონამდე ამოვიღოთ
    ან იჯარიდან დაბრუნებულები ისევ გავუშვათ იჯარაზე ან გავათავისუფლოთ. რაღაცა ქენით

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Genius8
    არამგონია რო დაბრუნდეს ლეო ასე ვფიქრობ როგორც მოექცა ლაპორტა მაგრამ ლაპორტა შუაზე უნდა გაიხეს და მოიყვანოს იმიტო ვალებიდან ამოგვათრევს ლეოს მოსვლა ფაქტიურად


    ანუ შენ იძახი რო მესი თავისი გადაწყვეტილებით არ დაბრუნდებაო? კაი რა smiley ტიპს თვეებია ალჰილალის წინადადება უდევს თან 1.2 მილიარდზეა საუბარი და ხელს არ აწერს ამდენი ხანია და მაინც ბარსას ელოდება…ჰოდა მოდი მესის ნუ შევთითხნით რაღაცეებს..
    ფაქტია აანალიზებს რომ მაგ ფულს 1-2 წელშიც კარგად მისცემენ და სიჩქარე არაა საჭიროა, არც ევროპის დატოვება ეჩქარება და დარწმუნებული ვარ მის ოჯახსაც არ უნდა გარემოს გამოცვლა..


    მეც გეთანხმები. აქამდე ეტყოდა უარს ყველას და მოაწერდა ხელს იმ ფაშების კონტრატზე ბარსა რომ არ უნდოდეს. მამამისიც არ ჩამოვიდოდა მოსალაპარაკებლად რომ არ სდომნიყო. მთავარია ეხლა ეს 40 მილიონი რაღაცით გაათავისუფლონ რადგან ბუსკეცის და ალბას წასვლით ჯობია მართლა ის ახალგაზრდები დავარეგისტრიროთ და მერე მესის მივხედოთ

  • Barca for life
    schedule 05 ივნ 2023, 15:11
    #10

    ციტატა: Genius8
    არამგონია რო დაბრუნდეს ლეო ასე ვფიქრობ როგორც მოექცა ლაპორტა მაგრამ ლაპორტა შუაზე უნდა გაიხეს და მოიყვანოს იმიტო ვალებიდან ამოგვათრევს ლეოს მოსვლა ფაქტიურად


    ანუ შენ იძახი რო მესი თავისი გადაწყვეტილებით არ დაბრუნდებაო? კაი რა smiley ტიპს თვეებია ალჰილალის წინადადება უდევს თან 1.2 მილიარდზეა საუბარი და ხელს არ აწერს ამდენი ხანია და მაინც ბარსას ელოდება…ჰოდა მოდი მესის ნუ შევთითხნით რაღაცეებს..
    ფაქტია აანალიზებს რომ მაგ ფულს 1-2 წელშიც კარგად მისცემენ და სიჩქარე არაა საჭიროა, არც ევროპის დატოვება ეჩქარება და დარწმუნებული ვარ მის ოჯახსაც არ უნდა გარემოს გამოცვლა..

  • Genius8
    schedule 05 ივნ 2023, 15:05
    #9

    არამგონია რო დაბრუნდეს ლეო ასე ვფიქრობ როგორც მოექცა ლაპორტა მაგრამ ლაპორტა შუაზე უნდა გაიხეს და მოიყვანოს იმიტო ვალებიდან ამოგვათრევს ლეოს მოსვლა ფაქტიურად

  • Barca for life
    schedule 05 ივნ 2023, 14:56
    #8

    ცრემლები მომდის
    მიდით ბიჭოოოო ჩქარააა
    ულამაზეს ისტორიას ულამაზესი დასასრული ჭირდება!!!

  • Dani alves
    schedule 05 ივნ 2023, 14:55
    #7

    წავიდა პსჟში მსოფლიოსთვის მოემზადა და ახლა უკან დაბრუნების დროა

  • Tamo
    schedule 05 ივნ 2023, 14:46
    #6

    თხა სახლში უნდა დაბრუნდეს💙❤️

  • Gugagabi
    schedule 05 ივნ 2023, 14:43
    #5

    აბა თქვენ იცით არჩაიჯვათ!!!

  • NeymardaSilva
    schedule 05 ივნ 2023, 14:30
    #4

    სუნთქვა შემეკრა მართლა. მოდი ღმერთო მოდიიიი!!!

  • LM10
    schedule 05 ივნ 2023, 14:26
    #3

    გელოდებიიიიიიიიიიიით!!!

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2023, 14:23
    #2

    აბა რააა აბა რააააა ❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 05 ივნ 2023, 14:23
    #1

    ებიჯო მიდით დროულად