workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი ნაბიჯი მეორე დივიზიონამდე – ბარსა ატლეტიკმა მინი ელ კლასიკო მოიგო

ერთი ნაბიჯი მეორე დივიზიონამდე – ბარსა ატლეტიკმა მინი ელ კლასიკო მოიგო

გუშინ “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდს, “ბარსა ატლეტიკს” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა. რაფა მარკესის გუნდი მინი ელ კლასიკოში “რეალ მადრიდ კასტილიას” მასპინძლობდა.

“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ესპანეთის მეორე დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის ნახევარფინალში შეხვდნენ.

ბარსელონაში გამართული შეხვედრა მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო – მე-14 წუთზე ანგარიში მადრიდელებმა გახსნეს. თუმცა პირველი ტაიმი მაინც “ბარსა ატლეტიკმა” მოიგო. მე-19 წუთზე ანგარიში შადი რიადმა გაათანაბრა, 44-ე წუთზე კი რობერტო ფერნანდესმა წინ “ბლაუგრანა” გაიყვანა.

68-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ დარჩენილ დროში კრუს ლუისიმიმ დუბლი შეასრულა და “ბარსა ატლეტიკმა” 4-2 მოიგო.

განმეორებითი შეხვედრა 11 ივნისს მადრიდში გაიმართება. მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში “ბარსა ატლეტიკი” ფლეი ოფის ფინალში გავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Bakero
    schedule 04 ივნ 2023, 21:54
    #10

    ციტატა: CuleTillIDie
    რიადი დააწინაუროს პირველ გუნდში, ყვერიკ გარსიას და ალონსოს რო გავარტყი მე


    + 1 …..100% ეგ ბიჭი (დასაწინაურებელია პირველ გუნდში) აქამდეც კაი ხნის დატესტილი უნდა ჰყავდეს მაგრამ რად გინდა შე@ცა დედამიწას ამ ლენგლე N2 (გარსია) ალვის ხე (ალონსო) -თი rage

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2023, 17:56
    #9

    ეს ტურნირი მეორე დივიზიონში გადასასვლელი ყოფილა, სულ კი სამი დივიზიონია. მაგათზე წინ კი სეგუნდა. ვიღაცა წერდა კარგი იქნება სეგუნდაში თუ გადავალთო. სეგუნდამდე კიდევ ბევრია სავალი.

  • azulgerana
    schedule 04 ივნ 2023, 16:41
    #8

    მალადეც ბიძიკო კაი ბიჭია, ძლივს არ გამოჩნდა ჩემი სტილის ფეხბურთელი? ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ზუსტად ეგეთი დამრტყმელი ვიყავი ისეთ საოცარ მომენტში ვარტყავდი რომ მეკარეს დედამიწა გახეთქოდა ერჩივნა, თავზე გადაგდების ოსტატი ვიყავი ჩაკიდული დარტყმების საღოლ ამ ბიჭს ეს ჩემი კაცია.

  • CuleTillIDie
    schedule 04 ივნ 2023, 15:06
    #7

    რიადი დააწინაუროს პირველ გუნდში, ყვერიკ გარსიას და ალონსოს რო გავარტყი მე

  • me da barca
    schedule 04 ივნ 2023, 14:42
    #6

    ციტატა: Footballfan

    ციტატა: me da barca
    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. – ბარსა W.)


    ბოდიში რომელ ან რამდენ წარმატებაზეა საუბარი🤣


    ბრჩხილებში წერია თუ დააკვირდი.

  • Footballfan
    schedule 04 ივნ 2023, 13:24
    #5

    ციტატა: me da barca
    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. – ბარსა W.)


    ბოდიში რომელ ან რამდენ წარმატებაზეა საუბარი🤣

  • me da barca
    schedule 04 ივნ 2023, 12:16
    #4

    3 ივნისი მადრიდში გლოვის დღედ გამოაცხადეს. ბარსას ამდენ წარმატებას ვერ გაუძლეს. (ბარსა ბ. – ბარსა W.)

  • Don_Andresito
    schedule 04 ივნ 2023, 11:41
    #3

    ჯერ გავცდეთ რეალს და თუ ფინალში გავედით მგონი ვხვდებით სელტა ბ-ეს. სელტა ბ მაც მოიგო პირველი თამაში. ხოდა თუ ეგ ფინალი შედგა, დიდმა გუნდმა რო სელტას მოუგოს ბოლო ტურში და გააგდოს, სელტა ბ ეს სეგუნდაში გადმოსვლის უფლება აღარ ექნება. და ალბათ ფინალს ავტომატურად მოვიგებთ. მარა ალბათ სელტა დაგვადუღებს დღეს

  • C.PC5
    schedule 04 ივნ 2023, 10:20
    #2

    ისე ბოლო წლებში მერამდენადაა უკვე რომ ამ ეტაპამდე მიდიან და ერთხელ ხო უნდა დამთავრონ ტრიუმფით🙏

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 ივნ 2023, 10:05
    #1

    ქალებიც და ბავშვებიც ნავარდობენ მარტო დიდები არიან ქვეშა……