წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
24 დეკემბერს “ბარსელონამ” 2 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა ორივე წააგეს.
1899 წელი
“ბარსელონამ” ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და პირველი თამაში (ამხანაგური) მოიგო. “ბლაუგრანამ” “კატალა” 3-1 დაამარცხა, პირველი გოლი კი კლუბის დამაარსებელმა, ჟოან გამპერმა გაიტანა.
1933 წელი
“ბარსელონა” ესპანეთის მაშინდელ ჩემპიონთან, “ბილბაოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში 1-6 განადგურდა.
1972 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მეკარე რიშარ დუტრუელი. 2000/01 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 23 თამაში ჩაატარა.
ძალიან თარსი დღე ყოფილა.