ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება “ბარსელონას” ზაფხული.
კატალონიური კლუბი ლა ლიგისთვის წარდგენილ ფინანსური გეგმაზე პასუხს ხვალ ელოდება. ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ლა ლიგა სავარაუდოდ “ბარსას” გეგმას დაამტკიცებს.
ჟურნალისტის ცნობით, კლუბის წარმომადგენლები დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მესვეურებს შეხვდნენ და სჯერათ, რომ ლა ლიგის მიერ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებას შეძლებენ.
აღნიშნული გეგმის დამტკიცების და შემდეგ უკვე შესრულების შემთხვევაში, “ბარსელონა” ფეხბურთელების დარეგისტრირებასა და ტრანსფერების განხორციელებას, მათ შორის, ლიონელ მესის დაბრუნებას შეძლებს. ჟერარ რომეროს ცნობით, არგენტინელმა მოთამაშემ უკვე იცის, რა შეთავაზებას გაუკეთებს “ბარსა” მას.

![რაფინია პსჟ-თან არ იქნება [ჟერარ რომერო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)
Gilocav da warmatebebi❤❤