“ბარსელონა” ლა ლიგის დასრულების შემდეგ ტოკიოში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა 6 ივნისს იაპონიის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 80 000 გულშემატკივარს იტევს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” იაპონიაში გასამართი თამაშიდან დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ამხანაგური მატჩების ორგანიზების მიზანი სწორედ შემოსავლის გაზრდაა. “ბლაუგრანას” ამ მხრივ დატვირთული ზაფხული ელის – კლუბი პრესეზონზე კიდევ ოთხ მატჩს გამართავს.

ჩინეთში ჩადიან და შემოსავლის უდიდეს ნაწილს ბარსა რატომ უნდა იტოვებდეს
nika 54, ნუ პროფესორობ და ნუ ეძებ გასაკრიტიკებელს რა
3 მილიონი გზის ფულად ეყოფათ და იქ სასტუმროში მოსაწყობად? ეს იაპონელი ტურისტები ბარსელონაში ჩამოდიან და ყველაზე ძვირ ბილეთებს ყიდულობენ პირველ რიგებში მოსახვედრად. ამ დროს ბარსა იქ უნდა ჩაბრძანდეს და მუქთად უნდათ ყურება? 80000 ათასიანი სტადიონიდან რო 3000000 მილიონი მოგროვდეს, ბილეთი 37 ევრო უნდა ღირდეს. როგორც თბილისი-მოსკოვის რეისზე რო იყო. და რა გამოდის შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვისელ კობე იტოვებს? თუ ბილეთი 100 ევროზე ნაკლები იქნება?