workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას მეოთხე კაპიტანი არაუხო ან ლევანდოვსკი გახდება

ბარსას მეოთხე კაპიტანი არაუხო ან ლევანდოვსკი გახდება

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” ტოვებს, შესაბამისად, კლუბს მომდევნო სეზონიდან სერჟი რობერტო უკაპიტნებს, რომელიც ამჟამად მეორე კაპიტანია.

ბუსკეტსის წასვლით, კაპიტნების ოთხეულში ერთი ადგილი გამოთავისუფლდება. AS-ის ინფორმაციით, ამ ადგილს რობერტ ლევანდოვსკი ან რონალდ არაუხო დაიკავებენ.

წყაროს ცნობით, ურუგვაელსა და პოლონელს მეოთხე კაპიტნად გახდომისთვის ჩავი ერნანდესის თანხმობა აქვთ და მათგან ერთ-ერთს პრესეზონის ბოლოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები აირჩევენ. 

გამორიცხული არაა, კენჭისყრა საჭირო საერთოდ არ გახდეს, რადგან ჟორდი ალბას წასვლის შემთხვევაში არაუხო და ლევანდოვსკი მესამე და მეოთხე კაპიტნის პოზიციას დაიკავებენ, ვიცეკაპიტანი კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.

AS-ის ცნობით, გასულ სეზონში კაპიტნობა უსმან დემბელესაც შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, დარჩებოდა თუ არა ფრანგი კლუბში, შესაბამისად, მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Lionel Messi – 10
    schedule 11 მაი 2023, 01:42
    #16

    უუსმან დემბელასაც შესთავაზეს კაპიტნობაო რობერტოსი არვიცი მარა მართლა მე იმ გუნდის დედას შევე#ი სადაც დემბელე იქნება თუნდაც მეოთხე კაპიტანი.

  • mari
    schedule 11 მაი 2023, 01:39
    #15

    ციტატა: Barca for life
    რობერტო კი არ მეზიზღება, უბრალოდ მაგის გუნდში ყოფნის მიზეზს ვერ ვხვდები, ეს ბოლო 3 წელია უმეტესად ლაზარეთშია და გუნდს არაფრით ეხმარება..


    აი. მე კი ნამდვილად ვერ ვიტან!
    საოცარია, ყველა მწვრთნელს და ხელმძღვანელობას პრობკასავით მოერგო!!!

  • cezo45
    schedule 10 მაი 2023, 22:56
    #14

    ზოგადად ამ შემადგენლობიდან გამომდინარე პირველი კაპიტანი ტერშტეგენი უნდა იყოს და მეორე კაპიტანი არაუხო! აბა სერჟი რობერტო რა კაპიტანი :))

  • Dani alves
    schedule 10 მაი 2023, 22:27
    #13

    ჯერ ტერშტეგენი უნდა იყოს კაპაიტანი და მეორე არაუხო საცოდავობა იქნება რობერტო რო შემოდის და კაპიტნის სამკლაურს აძლევენ თითქოს მის მხრებზე იდგა აქამდე გუნდი და ახლა ვეტერანის ასაკშია

  • Rick Sanchez
    schedule 10 მაი 2023, 20:59
    #12

    რობერტო რო კაპიტანი იქნება… მაგაზე უარესი მახსოვს ამხანაგურში ლენგლეს რომ ეკეთა კაპიტნის სამკლავური ის…

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 19:42
    #11

    https://www.facebook.com/MatchTVChannel/photos/a.921258107911917/6144600035577672/?type=3&sfnsn=mo
    ვის დავუჯერო აღარ ვიცი, აი რა იწერება:
    Матч ТВ
    ‼️ Инсайд дня: Месси согласился на переход в «Аль-Хиляль»
    El Chiringuito уверяет: Лео ездил в Саудовскую Аравию для встречи с боссами клуба. И щедрое предложение вполне устроило игрока.
    «Аль-Хиляль» даже согласился на условия аргентинца. Он попросил купить в команду Бускетса и Альбу. Старая каталонская гвардия друг друга не бросает.
    И вот как продвигаются дела:
    👉 Бускетс подпишет контракт с «Аль-Хилялем» на два года. Серхио очень обрадовался воссоединению с Месси.
    👉 С Альбой всё сложнее: «Барса» не готова его отпускать. Но саудовцы обещали, что решат этот вопрос в течение пары сезонов.
    Забудь ты уже про Эль Класико. «Аль-Наср» 🆚 «Аль-Хиляль» – вот главный матч.
    თუ ეს მართალია, გასაგები ხდება ბუსკეტსის საჩქარო აბარგება და არც ალბას წასვლა გამიკვირდება.

  • I N I E S T A 8
    schedule 10 მაი 2023, 19:30
    #10

    ციტატა: Barca for life
    ბუსკეცი წავიდა, ხოდა ალბაც თუ მიყვა მაშინ რობერტოს რაღაზე ტოვებენ? მაინც სულ ლაზარეთშია და ფულსაც იღებს, კაი ისაა რო შეგვიძლია პირდაპირ გავუშვათ და რავი ეგეთი კაცი რა საჭიროა?
    შეიძლება თქვა სუსტ გუნდებთან ვინმეს დაასვენებ და მაგიტოო მარა აწი ეგეთ გუნდებთან ტორესნაირი ტიპები ათამაშე..სირცხვილია პროსტა..ტიპმა ყველა გამოიარა, ინიესტა, ხავი, ბუსკეცი, სუარესი, მესი, ნეიმარი და ძველი გუნდის გადმონაშთიდან რობერტო გვერჩება თან კაპიტნად..რავი ეს თუ მართლა ჩვენი პირველი კაპიტანი გახდება და აი ამათ გულშემატკივრობას მართლა შევეშვები..
    გუნდში არაუხო და შტეგენი გყავდეს..და რობერტო იყოს პირველი?..რავიცი, ერთადერთი ისაა რომ ჩვენს მენტალობას ზედ დააკვდება როგორც სახე და არც გამიკვირდება კიდევ მრავალჯერ რომ ჩავისვაროთ..wtf


    რას გთხოვს რობერტო ასე აგრესიულად რო ხარ განწყობილი?😃ყველაზე დაბალი ხელფასი აქ ყველანაირად გვერდში უდგას კლუბს არაფერზე პრეტენზია არ აქვს და კატასტროფაც არაა ნამდვილად.ტორესი რატო უნდა გერჩივნოს რობერტოს ვერ ვხდები და იქნებ ამიხსნათ😃იყოს კაპიტანი რას გიშლის?ძირითადის ფეხბურთელი გახდება მაგით თუ რატო ხარ უკმაყოფილო?მაინც თამაშებზე მეორე კაპიტანი გაიყვანს გუნდს სათამაშოდ შტეგო და შეცვლაზე რო შემოვა მერე გაიკეთებს სამკლაურს რა საპრობლემო გახდა.ნამდვილად არაფერი გაუფუჭებია შეგნებულად ამ ბიჭს ბარაელონასთვის რო ასე გეზიძღებათ.როგორ ვერცერთ მწვრთნელმა ვერ გაუშვა ასეთი ცუდი თუა კითხვა არავის დაგბადებიათ?მთელი სეზონი რო სკამზე დასვა ხმის ამომღები არაა და მოედანზე სულს და გულს დებს მეტი რაუნდა მოსთხოვო?რატო ვერ თამაშობ დაცვაში და ნა დაცვაშიო?აბა დე იონგის სიტუაცია გაიხსენე სანამ მის პოზიციას არ მიაგნეს რას თამაშობდა რასაც ქვია საშინელება იყო და ეს ეობერტო იმენა ისე აითვალწუნეს თითქოს მისი ბრალი იყოს რომა ლივერპულთან ჩა.მა

  • CHEPE
    schedule 10 მაი 2023, 19:27
    #9

    რობერტო იქნება თორე მაგანაც ეხლა ყველა თამაში არითამაშოს😄😄😄😄 ანუ გამოდის რომ შტეგენი იქნება კაპიტანი ძირითადად თუ მესი არ დაბრუნდება

  • M10 S9 D11
    schedule 10 მაი 2023, 19:23
    #8

    ტყუილად ნუ ოფლიანობენ ბრუნდება კაპიტანი ზაფხულში

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 10 მაი 2023, 19:08
    #7

    ყველა გუნდის დედა….. სადაც კაპიტანი სერხი რობერტო იქნება

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 10 მაი 2023, 19:07
    #6

    არაუხო იასნია

  • alwaysculerr
    schedule 10 მაი 2023, 18:46
    #5

    არაუხო ალბათ მებრძოლი ხასიათის და სულისკვეთების გამო, ლევანდოვსკი დიდი გამოცდილების და მომგების მენტალიტეტის გამო

  • რივალდო-მესი
    schedule 10 მაი 2023, 18:16
    #4

    ციტატა: Barca for life
    ბუსკეცი წავიდა, ხოდა ალბაც თუ მიყვა მაშინ რობერტოს რაღაზე ტოვებენ? მაინც სულ ლაზარეთშია და ფულსაც იღებს, კაი ისაა რო შეგვიძლია პირდაპირ გავუშვათ და რავი ეგეთი კაცი რა საჭიროა?
    შეიძლება თქვა სუსტ გუნდებთან ვინმეს დაასვენებ და მაგიტოო მარა აწი ეგეთ გუნდებთან ტორესნაირი ტიპები ათამაშე..სირცხვილია პროსტა..ტიპმა ყველა გამოიარა, ინიესტა, ხავი, ბუსკეცი, სუარესი, მესი, ნეიმარი და ძველი გუნდის გადმონაშთიდან რობერტო გვერჩება თან კაპიტნად..რავი ეს თუ მართლა ჩვენი პირველი კაპიტანი გახდება და აი ამათ გულშემატკივრობას მართლა შევეშვები..
    გუნდში არაუხო და შტეგენი გყავდეს..და რობერტო იყოს პირველი?..რავიცი, ერთადერთი ისაა რომ ჩვენს მენტალობას ზედ დააკვდება როგორც სახე და არც გამიკვირდება კიდევ მრავალჯერ რომ ჩავისვაროთ..wtf


    რაღაცის დაწერას რომ დავაპირებ ჩავიკითხარ შენ კომენტარს და მივხვდები რომ დამასწერეს და დაახლოებით იგივეს დაწერას ვაპირებდი😂😂😂 ერთ სიტყვას დავამატებ ჩემდა სამწუხაროდ ( ნაგრანდალი)

  • Maestro 6
    schedule 10 მაი 2023, 18:15
    #3

    ალბა და რობერტოც წავიდნენ და იქნებიან მესი(1);ტერ შტეგენი(2);არაუხო(3);ლევანდოვსკი(4).

  • Barca for life
    schedule 10 მაი 2023, 17:58
    #2

    ბუსკეცი წავიდა, ხოდა ალბაც თუ მიყვა მაშინ რობერტოს რაღაზე ტოვებენ? მაინც სულ ლაზარეთშია და ფულსაც იღებს, კაი ისაა რო შეგვიძლია პირდაპირ გავუშვათ და რავი ეგეთი კაცი რა საჭიროა?
    შეიძლება თქვა სუსტ გუნდებთან ვინმეს დაასვენებ და მაგიტოო მარა აწი ეგეთ გუნდებთან ტორესნაირი ტიპები ათამაშე..სირცხვილია პროსტა..ტიპმა ყველა გამოიარა, ინიესტა, ხავი, ბუსკეცი, სუარესი, მესი, ნეიმარი და ძველი გუნდის გადმონაშთიდან რობერტო გვერჩება თან კაპიტნად..რავი ეს თუ მართლა ჩვენი პირველი კაპიტანი გახდება და აი ამათ გულშემატკივრობას მართლა შევეშვები..
    გუნდში არაუხო და შტეგენი გყავდეს..და რობერტო იყოს პირველი?..რავიცი, ერთადერთი ისაა რომ ჩვენს მენტალობას ზედ დააკვდება როგორც სახე და არც გამიკვირდება კიდევ მრავალჯერ რომ ჩავისვაროთ..wtf

  • Griezzy7
    schedule 10 მაი 2023, 17:49
    #1

    არაუხოს გაუკეთეთ პირდაპირ კაპიტნის საკმლაური. რა რობერტო ალბა და ლევანდოვსკი