workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას ტოვებს

ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას ტოვებს

ახლა უკვე ოფიციალურად – “ბარსელონას” კაპიტანი და ლეგენდა სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

34 წლის ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Instagram-ზე დაადასტურა.

სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” აკადემიას 2005 წელს 17 წლის ასაკში შეუერთდა. პირველ გუნდში დებიუტი მას 2008 წელს ჰქონდა და მალევე სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

“ბლაუგრანას” მაისურით სერხიოს 719 თამაში, 18 გოლი, 45 საგოლე გადაცემა და 31 მოგებული ტიტული დაუგროვდა. რამდენიმე დღეში ის საყვარელ კლუბში ბოლო, 32-ე ტიტულს მოიგებს და “ბარსას” კაპიტნის სტატუსით დაემშვიდობება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • Dani alves
    schedule 10 მაი 2023, 22:25
    #25

    აწი მოათრავენ ათას ნაგავს საყრდენად და ყველას ,,ახალი ბუსკეტსი" ერქმევა.

  • რივალდო-მესი
    schedule 10 მაი 2023, 21:59
    #24

    კაპიტანი უნდა შეირჩეა პიროვნული, ლიდერის თვიაებების მიხედვით და არა იმით თუ რამდენი წლი აქვს სკამე გატარებული. დაგინებულია რომ ეს იდიოტური წესი უმდა იყოს, ქურდების პეაგონია და ესენი კაი ბიჭები არიან? რა საბავშვო ბაღია ბლიად, ან არაუხო ან შტეგენი კაპიტნად. იასნია თუ მესი არ დაბრუნდა იმას პროსტა ეკუთვნის და ვსიო. მართლა სოფლის გუნდად იქცნენ იბიომაც.

  • Bakero
    schedule 10 მაი 2023, 19:43
    #23

    მადლობა ბუსი მადლობა ყველაფრისთვის ! ბევრნაირი საყრდენი მინახავს მათ შორის ძალიან მაგრებიც მაკალელე სქოულზი მაგრამ შენ სხვა განზომილება იყავი ! კაცი საფეხბურთო ინტელექტი კიდევ ერთხელ მადლობა გენიოსო

  • C.PC5
    schedule 10 მაი 2023, 16:35
    #22

    მესი მოვა თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ეგეც ხომ გამოსამშვიდობებლად ბრუნდება იდეაში, ამ კაცის წასვლით ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანი დამთავრდა. ის ეპოქა დამთავრდა რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი და ბარსელონა, ბოლო კაციც მიდის გვარდიოლას ბარსელონას შემადგენლობიდან. მშვიდობით არა, ნახვამდის!!! შენც უნდა დაუბრუნდე ბარსას სტაფს კარიერის დასრულების შემდეგ heart_eyes

  • Gaucho24
    schedule 10 მაი 2023, 16:28
    #21

    უყურებ თამაშს ვერ ხედავ ბუსკეცს , უყურებ ბუსკეცს და ხედავ მთელ თამაშს !