workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას გეგმა ბ მესის დაბრუნების ჩაშლის შემთხვევაში

ბარსელონას გეგმა ბ მესის დაბრუნების ჩაშლის შემთხვევაში

“ბარსელონას” მთავარი მიზანი ლიონელ მესის დაბრუნებაა, თუმცა არგენტინელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, თუ მესი “ბარსაში” ვერ დაბრუნდება, კატალონიელები გეგმა ბ-ზე მუშაობას დაიწყებს. ჟურნალისტი არ ასახელებს იმ ფეხბურთელის სახელს, რომელსაც კლუბი ლეოს ალტერნატივად განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან შესაძლოა დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალ მადრიდისა” და “მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

შესაძლებელია, ჟერარ რომერო ხულიან ალვარესს გულისხმობდეს, რომელიც “ბარსას” მანამდეც დაუკავშირეს. ჟოან ფონტესის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” არგენტინელის იჯარით დამატებას განიხილავს, რაც რთული იქნება, მაგრამ არა – წარმოუდგენელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2023, 18:17

    ვითომ 400 მილიონი მოუნდა ლეოს? ამას არ იკადრებდა, ანუ არ შეპირდებოდა მაშინ ლაპორტას დაბრუნებას, თუკი საშოვარზე აპირებდა წასვლას, მაგრამ ბუსკეტსის წასვლის გადაწყვეტილება მაინც დიდი კითხვის ნიშნებს სვავს.

  • Don_Andresito
    schedule 09 მაი 2023, 20:37

    სილვაა ალბათ. ალვარესი არ მგონია, როკეს განიხილავენ, პლიუს ობას. ალვარესს პეპი ჰოლანდთან ერთადაც იყენებს. არ მოგვცემს

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2023, 19:25

    ბერნარდუზეა საუბარი, ეგ უფროა მესის პოზიცია და ჩამნაცვლებელი ვიდრე ალვარესი

  • რივალდო-მესი
    schedule 09 მაი 2023, 18:29

    ციტატა: Barca for life
    აი უფასო მესი, რომელიც ყველაფერზე თანახმაა, თუ ვერ მოგყავს, ალვარესი რა ლოგიკით უნდა დაიმატო? ცოტა აჭრილები არიან მემგონი..ჯერ მარტო იჯარაში იქნება გადასახდელი მერე ხელფასი ისედაც უნდა მისცე..და ვაბშე ვერ ვხვდები ლეოს მაინც და მაინც 12 მილიონი რატო უნდა დაუნიშნონ, აწი მისცენ სიმბოლურად 1 მილიონი და შემოსავლებიდან ასე 10%, რავი მაგისმა შემოსავლებმა პსჟ-ს 700მილიონი მოუტანა ერთ წელში და 71მ მემგონი ცუდი არაა..


    სანამ არ გაიხსნება სატრანსფერო სეზონი მანამდე სიმართლეს ვერ გავიგებთ. იბოლება ლაპორტა ჩვეულებრივად. რაის ალვარესი მეგობარო გუნდის ორი ახალგაზრდა ლიდერი რომლის დამატებასახ ნებისმიერი გუნდი ინატრებს, იმათ ვერ უფორმებენ კონტრაქტებს და არაუხოს და გავის კეთილი ნების იმედათ არიან😂 ან რაის ხელშეუხებელი 9 კაცი თუ ძმა ხარ, ან ხავის სად აქვს იმის ტრაკი ეგრე გადაწყვიტოს და ვეტო დაადოს 9 კაცს😂 ერთ შემთხვევაში იქნება ეგ რეალური თუ ალვარესი უარს იტყვის თამაშზე და გაიგიჯებს თავს. იმ შემთხვევაშიც სადღაც 80-90 ზე ნაკლებად არ გამოუშვებს პეპი. კლე კი არაა გვარდიოლა, კლეები ჩვენს გუნდში მოვიკითხოთ რაფინიაში და ტორესში რომ იხდიან 110 მილიონს, ზალცბურგის ჰოლანდე რომ ვუარა ამბობენ თურმე არ ყოფილანლალიგის დონის და იგივე ფასად ბრეითვეიტი მოყავთ თან გვატყუებენ რაიოლა ლაპორტას ძმაკაცი არისო🤣 აქეთ მენდეშია თურმე ძაან შინაური და ოღონდ ლაპორტას ესიამოვნოს და ყველაფერს იზავს🤣 კარგი რა. ჯერ სულ მცირე არაუხოს და გავის გაუფორმონ კონტრაქტები და მერე დანარჩენზე ვიოცნებოთ.

  • Maestro 6
    schedule 09 მაი 2023, 16:51

    ალვარესი გაასწორებდა ნამდვილად, ოღონდ მესისთან ერთად, ძაან კარგი ბიჭია დამრავალმხრივიც, ნეტა ტორესის ნაცვლად ეგ მოგვეყვანა

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2023, 16:47

    დიდი ალბათობით ბერნარდო სილვაა მარა მესის ტრანსფერი გარდაუვალია ასე რომ მშვიდად იყვნენ

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 მაი 2023, 16:25

    ციტატა: isakichi
    ხულიან ალვარესი არი კაცი კლასი,მომენტი,შესრულება,მოედნის ხედვა და ყველაფერი რაც შემტევს ჭირდება,აბა დაფიქრდით კაცი ზამენაზე ზის სიტიში მთელი სეზონია და თუ მოედანზეა ისე თამაშობს და ისეთ გოლებს იტანს თითქოს ძირითადში იყოს,ძალიან მაგარი მომავალი აქ მაგ ბიჭს და რაც ყველაზე მთავარია სიტიში ზამენის ფონზე მენტალურად ძლიერი ბიჭი ჩანს,მე მაგალითად მაგ უნდა მოიყვანონ


    იიქითა სეზონიდან უეჭველი აასტარტოდან ათამაშენს წინ ორივეს

  • C.PC5
    schedule 09 მაი 2023, 16:23

    ხულიანი უეჭველი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სიტი როგორ შეელევა და ბარსა რა ფინანსებით წამოიყვანს მაგ ბავშვს. უძერსკესია❤️

  • Iniesta_8
    schedule 09 მაი 2023, 16:22

    სულ მაგ აზრზეა გვარდიოლა რომ ალვარესი მოგვცეს იჯარით, როცა ზამენიდან მაგაზე ეფექტური შემცვლელი სიტის კიარა შეიძლება მსოფლიოში არცერთ გუნდს არ ჰყავს. ბერნარდუ სილვა უფრო რეალურია, მარა ეგეც რთული წარმოსადგენია.

  • isakichi
    schedule 09 მაი 2023, 16:11

    ხულიან ალვარესი არი კაცი კლასი,მომენტი,შესრულება,მოედნის ხედვა და ყველაფერი რაც შემტევს ჭირდება,აბა დაფიქრდით კაცი ზამენაზე ზის სიტიში მთელი სეზონია და თუ მოედანზეა ისე თამაშობს და ისეთ გოლებს იტანს თითქოს ძირითადში იყოს,ძალიან მაგარი მომავალი აქ მაგ ბიჭს და რაც ყველაზე მთავარია სიტიში ზამენის ფონზე მენტალურად ძლიერი ბიჭი ჩანს,მე მაგალითად მაგ უნდა მოიყვანონ

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 09 მაი 2023, 15:56

    Eg ver iqneba leos alternativa,magas leostan ertad tu moiyvan mashin dagvxatavs,leos alternativa vafshem veravin verc iqneba,mara city tu igulisxmeba mashin bernandoaa egeti…

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 09 მაი 2023, 15:55

    ლეაო