workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგი გულშემატკივარს: ბარსაში დაბრუნებას ვისურვებდი

ობამეიანგი გულშემატკივარს: ბარსაში დაბრუნებას ვისურვებდი

“ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად ვიქტორ როკეს მოყვანა სურს, თუმცა ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს.

“ბარსაში” დაბრუნება თავად გაბონელსაც სურს, რასაც უკვე ღიად ამბობს. 33 წლის ფეხბურთელს ბარში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მისი მომავლის შესახებ ჰკითხა. ობამეიანგმა თავიდან კითხვას თავი აარიდა, შემდეგ კი “ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილი დაუდასტურა: 

“ბარსელონაში” დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

ობამეიანგი გასულ ზაფხულში “ჩელსის” სწორედ “ბარსადან” შეუერთდა. 33 წლის თავდამსხმელმა “ბლაუგრანაში” ნახევარი სეზონი გაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 08 მაი 2023, 18:23

    ციტატა: Ertaoz Bregvadze
    ჩვენც გვინდა.რატო გაუშვეს საერთოდ.


    მაშინაც ვიძახდით იგივეს, მაგრამ დეპაი არავინ წაიყვანა იძულებული გახდნენ ეს გაეყიდათ, სხვანაირად ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებდნენ.

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2023, 18:13

    ახლა აზრი აღარ აქვს ამის მოყვანას ასს მგონია. ერთი წელია ნორმალურად არ უთამაშია და ფორმაში არ არის

  • ROUCH
    schedule 08 მაი 2023, 17:11

    მართლა არ იყო გასაშვები მითუმეტეს ყვერფის დეპაი დაიტოვეს. რატომღაც მგონია სადაც ლევანდოვსკიმ ჩაიკურკლა იმ მატჩებში ეს გაიტანდა და ერთმანეთს დააბალანსებდნენ

  • Kun agüeroooo
    schedule 08 მაი 2023, 11:50

    არ უნდა გეშვათ ესკაცი

  • CuleTillIDie
    schedule 07 მაი 2023, 22:33

    აწი მაგარია ამის დაბრუნება… 34 წლის და 0 სათამაშო პრაქტიკით

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 07 მაი 2023, 22:30

    ჩვენც გვინდა.რატო გაუშვეს საერთოდ.

  • Maestro 6
    schedule 07 მაი 2023, 20:57

    ნეტა არც გაგვეშვა რა