workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გადაწყვეტილია – ლეო მესი პსჟ-ს დატოვებს | L’Equipe

გადაწყვეტილია – ლეო მესი პსჟ-ს დატოვებს | L’Equipe

ლიონელ მესის “პარი სენ-ჟერმენთან” ურთიერთობა ეძაბება და პარიზული კლუბის დატოვების შანსი საგრძნობლად იზრდება.

არგენტინელი ლიგა 1-ის 33-ე ტურში “ლორიენთან” მარცხის შემდეგ პსჟ-ს გაფრთხილების გარეშე ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრა, რის გამოც კლუბმა დასაჯა და ორი კვირით ვარჯიშებსა და თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა. ზოგიერთი ცნობით, პსჟ ლეოს ორი კვირის ხელფასსაც გადაახდევინებს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მესის პარიზული კარიერა ზაფხულში დასრულდება. პსჟ არგენტინელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, შესაბამისად, არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

მსოფლიო ჩემპიონის დამატების მსურველი კლუბი “ბარსელონაა”, თუმცა კატალონიურ გრანდს ფინანსური საკითხის გადასაჭრელად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, ამიტომ ლეოს “ბარსაში” დაბრუნება მარტივი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 03 მაი 2023, 18:37

    ციტატა: laliga2002
    გააჯვას რა ამან ხო ტვინი მო……


    დაბოღმილი მადრიდისტა ხარ გეტყობა დდ

  • laliga2002
    schedule 03 მაი 2023, 13:57

    გააჯვას რა ამან ხო ტვინი მო……

  • nika 54
    schedule 03 მაი 2023, 11:48

    მესი ისედაც აპირებდა წასვლას და ეხლა თავი რო მთლად არ შეირცხვინოს, ფრანგულმა "გიგანტმა" ვითომ თვითონ იცილებენ.

  • M10 S9 D11
    schedule 03 მაი 2023, 10:37

    წამო წამო ლომო მაგ სალობიედან მთელი პესეჟე თავისი ისტორიით შენ მარჯვენა ფეხადაც არ ღირს

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 03 მაი 2023, 04:27

    Vaa anu amis wasvla asiania. Neta davitrevdet mara alemanis dakargvad ramdenad girs ar vici…

  • me da barca
    schedule 03 მაი 2023, 02:07

    ციტატა: ლუკა კონცელიძე
    რა უნდოდა მაქ წასულიყო სიტიში


    მიიწვიეს და არ წავიდა?

  • ლუკა კონცელიძე
    schedule 03 მაი 2023, 00:44

    რა უნდოდა მაქ წასულიყო სიტიში