Sport-ის ინფორმაციით, ანსუ ფატის გარემოცვას სურს, რომ მან “ბარსელონა” დატოვოს.
მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელს საკუთარ ოცნებაზე უარის თქმა და “ბარსადან” წასვლა არ უნდა. ანსუმანე მიიჩნევს, რომ დანებებისთვის ჯერ ძალიან ადრეა.
“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ ფატის გაყიდვა ზაფხულში ტრანსფერების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ჟორჯე მენდეშს სჯერა, რომ ანსუსთვის კარგ ვარიანტს იპოვის. მისი შეძენით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.

და ფატის გარემოცვა ვინ არის მამამისი? მოკიდოს ხელი და წაიყვანოს სადაც უნდა. სადაც როგორც იციან თქმა "ბედნიერი იქნება" თუ ეგ არ იყო რო იმუქრებოდა დროს არ აძლევთ და წავალთო. დრო ხო მივეცით, რა გააკეთა ვის მხარეს თამაშობს ვერ ვიგებთ, საჯარიმოში შესაშვები არ არის ყველას ფეხებში ედება.
სამწუხაროა მაგრამ მგონი ფატიც გაუყვება მორიბას გზას