ლა ლიგის მოგებამდე მხოლოდ 3 მოგება გვაშორებს. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად დღეს უნდა იყოს. მართალია, ბოლო თამაშის შემდეგ გუნდს დასასვენებლად მხოლოდ 2 დღე ჰქონდა, მაგრამ “ბეტისთან” მატჩი მოსალოდნელზე მარტივი გამოვიდა, თანაც ორივე ეს შეხვედრა საშინაოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავის გუნდი არც მგზავრობისგან იქნება გადაღლილი. დღეს “ოსასუნა” აუცილებლად უნდა დავამარცხოთ და თუ მოგვიანებით “რეალ მადრიდს” “რეალ სოსიედადთან” რთული გასვლის დროს ფეხი დაუცდება, კიდევ უკეთესი.
სათამაშო ფორმა
წინა ტურში “ბარსელონამ” “ბეტისი” 4-0 გაანადგურა, თუმცა ამან არ უნდა მოგვატყუოს. სტუმრები 33-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, შეხვედრის ბოლოს კი, ხოაკინის ტრავმის გამო, მოედანზე ცხრანი დარჩნენ.
“ბეტისთან” დაპირისპირება “ბარსას” ფორმის საზომად არ გამოდგება, სამაგიეროდ გუნდს რთული პერიოდის შემდეგ ხასიათის გამოკეთებაში აუცილებლად დაეხმარება. რთულ პერიოდში კი 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანასა და ერთ მოგებას ვგულისხმობთ. სწორედ ასეთი სერია უძღოდა წინ “ბეტისთან” მოგებას.
32 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ჩემპიონატს 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და დარჩენილ 6 ტურში კატალონიელებს 8 ქულა სჭირდებათ.
“ოსასუნას” კარგი სეზონი აქვს. პამპლონელები ესპანეთის თასის ფინალში არიან და ისინი ევროტურნირის საგზურისთვის ლა ლიგიდანაც იბრძვიან. სასურველ მე-7 ადგილთან იაგობა არასატეს გუნდს მხოლოდ 2 ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პამპლონელებს სამ დღეში ესპანეთის თასის ფინალი ელით.
“ოსასუნას” ლა ლიგაში ზედიზედ 2 მოგება ჰქონდა, რაც 2023 წელს პირველად მოხდა, თუმცა წინა ტურში პამპლონელები “რეალ სოსიედადთან” საკუთარ კედლებში დამარცხდნენ.
დანაკლისი
“ბარსელონას” საქმეები კარგად მისდის. პედრისა და დე იონგის შემდეგ გუნდს კრისტენსენი-დემბელეს წყვილიც დაუბრუნდა და დღეს ჩავი მხოლოდ სერჟი რობერტოს მოისაკლისებს.
“ოსასუნას” ნაჩო ვიდალი, დავიდ გარსია, მონკაიოლა, ბრასანაცი და “ბარსელონადან” განათხოვრებული აბდე ეზალზული ვერ დაეხმარებიან.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 93-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონას” 55 მოგება, 19 ფრე, 19 წაგება, 209 გატანილი და 79 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
ბოლო 5 თამაშიდან “ბარსელონამ” “ოსასუნას” 4 მოუგო, ერთი კი ფრე დასრულდა.
“ბარსელონამ” “ოსასუნას” აქამდე 46-ჯერ უმასპინძლა. კატალონიელებმა 36 თამაში მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 10 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 9 მოიგო, მათგან უკანასკნელი 2 ანგარიშით 4-0.
მიმდინარე სეზონში გამართული პირველი თამაში “ბარსამ” სტუმრად 2-1 მოიგო. ლევანდოვსკის გაძევების შემდეგ 10 კაცით დარჩენილი “ბარსელონას” მხრიდან გოლები პედრიმ და რაფინიამ გაიტანეს.
არბიტრი
შეხვედრას ხავიერ იგლესიას ვილანუევა განსჯის.
ვილანუევა 40 წლისაა. მან მსაჯობა 2007 წელს დაიწყო. 2018 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, ლა ლიგაში კი სადებიუტო სეზონს ატარებს.
კარიერის განმავლობაში იგლესიას ვილანუევა თამაშში საშუალოდ 23.1 ჯარიმასა და 0.41 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.5 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს. ლა ლიგაში ვილანუევას მიერ განსჯილი თამაშების 35%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 41%-ში – სტუმრები, რაც ნამდვილად უცნაური შედეგია.
ხავიერ იგლესიას ვილანუევას სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ოსასუნას” თამაშებში:
| ბარსელონა | ოსასუნა | |
| თამაში | 1 | 4 |
| მოგება | 1 | 1 |
| ფრე | 0 | 0 |
| წაგება | 0 | 3 |
| მოგების % | 100% | 25% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 0 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას” “ოსასუნასთან” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონას” “ოსასუნასთან” გამართულ ბოლო 10 თამაშში გოლი ყოველთვის გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან ცხრაში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- “ბარსელონასა” და “ოსასუნას” ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ოსასუნას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.18 ანიჭებენ, რაც მოგების 85%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 70%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, გავი, ლევანდოვსკი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- SportsMole: 2-0
- Sportskeeda: 3-1
- 90min: 2-0
სასურველ მე-7 ადგილთან იაგობა არასატეს გუნდს მხოლოდ 2 ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პამპლონელებს სამ დღეში ესპანეთის თასის ფინალი ელით. აი ეს კი იმას ნიშნავს რო თავს არ მოიკლავენ.