“ბარსელონა” ლა ლიგისთვის წარსადგენ ფინანსურ გეგმაზე მუშაობს, რომლითაც კლუბმა ფეხბურთელებისთვის კონტრაქტების დარეგისტრირება და ახალი მოთამაშეების, მათ შორის, ლიონელ მესის დამატება უნდა მოახერხოს.
“ბლაუგრანას” €200 მილიონი სჭირდება, რომელიც ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებით ან ახალი შემოსავლის მოძიებით უნდა გამოიმუშაოს.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი Barca Studios-ის 24%-ის €100 მილიონზე მეტად გაყიდვას განიხილავს. “ბარსას” აღნიშნული კომპანიის წილის გასხვისების თანხმობა ასამბლეისგან უკვე აქვს, ამიტომ ეს პრობლემა არ იქნება. მიღებული შემოსავალი ლიონელ მესის დაბრუნებას გააადვილებს და “მონჟუიკზე” გადასვლით გამოწვეულ დანაკარგს აანაზღაურებს.
წყაროს თანახმად, “ბარსას” აქვს მეორე ვარიანტიც – Barca Studios-ის 49%-ის ერთიანად გაყიდვა, რაც მაქსიმუმია, რისი უფლებაც კლუბს გააჩნია. “ბლაუგრანა” 49%-იანი წილის გასხვისებით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან გასულ ზაფხულში გაყიდული 25% ჟაუმე როურესის მფლობელობაშია და კლუბს სწორედ მასთან მოლაპარაკება დასჭირდება. ბიზნესმენი კი საკუთარ წილს უფასოდ არ დათმობს.
Barca Studio-ის 49%-ის გასხვისება სერიოზული დანაკარგია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ბარსა” ამ ნაბიჯს მხოლოდ ლიონელ მესის დასაბრუნებლად გადადგამს, რომელსაც კლუბისთვის სეზონში €250-300 მილიონის მოტანა შეუძლია.

თუ ყველაფერი გაყიდა მერე რას აპირებს?
მოგიხან ლაპორტა გამჩენი, არგიმიკვირდება ბოლოს არაბების ხელში რომ აღმოჩნდეს ბარსა, ყველაფერი დაყიდა ამ დედამოხნულმა
თან ახლა კიდე სხვა მომენტია, ანუ ჯერ ეს ერთი რო ბრუნდება და მერე მეორე, ბოლო წლები რო აქ..აი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა წავა ყველაფერზე, ანუ არც მაისურებს არ დატოვებენ, არც ბილეთებს და სპონსორებიც მოეყრებიან..
რავი მე მგონია რო მაგ 2 წელში სრულად ამოიყვანს კლუბს ვალებისგან..ამიტო ასე უქნიათ თავზე დაუმხიათ ყველაფერი ოღონდ დააბრუნონ..სპორტული კუთხით იმაზე ნაკლებად მჯერა მაგის წარმატების ვიდრე ფინანსურად, ასემც უქნია მოედანზე მოუსაქმებია თუ უნდა მარა 100იანი დარწმუნებული ვარ რომ ფინანსურად ისე გაგვმართავს როგორც არასდროს
გეთანხმები, ჯერ მარტო მაისურებზე რა მოხდება წარმოიდგინე. ისე წავიკითხე მარკეტინგულად სხვა ნომერი რო მისცენ უკეთესი იქნებაო, უფრო მეტი გაიყიდებაო მარა 10 უნდა იყოს ლეო. და თუ დაბრუნდა ტირაჟი მაისურების უნდა იყოს ულიმიტო, სულ გაიყიდება. მერე პრეზენტაციას დაესწრება ალბათ 50 000 ფანი მინიმუმ და თამაშებზე დასწრება გაიზრდება, სპონსორები თავისთავად, ტრანსილაციებიდანაც მეტი შემოვა და რეკლამებიდანაც.
აი სპორტულ კუთხეს რაც შეეხება, არც მე მაქვს იმედი რო 24 წლის ბიჭივით ითამაშებს მაგრამ დავიწყოთ იმით რო ვერანაირად ვერ გავწვდებით ფეხბურთელს რომელიც ერთდროულად გოლის და კრატივის პრობლემას მოგვიგვარებს, მესის ეგ შეუძლია, სულ რო იაროს, რაფინია+ტორესი+ფატიზე ბევრად მეტს გააკეთებს. მოგვცცემს კრეატივს, ლევასაც შეუმსუბუქებს საქმეს და როგორც მომენტის დაბოლოება, ასევე ბოლო პასი გაუმჯობესდება.
მერე მეორე: ახალგაზრდებისთვის კარგი იქნება, ბალდე, გავი პედრი ბევრს ისწავლიან ლეოსგან. მაგის 1 რჩევა ჩავის შტაბის 5 საათიან ლექციას ჯობს.
მერე მესამე, ნაკრებში ვნახეთ მესი რომელიც ზე მოტივირებული იყო, როგორ გადაედო ყველას მესის ხასიათი ვნახეთ და ლეოს გამო ყველა იმაზე 2 ჯერ მაგარი იყო ვიდრე რეალურადაა. დე პაული დაბრუნდა ატლეში და ისევ სკამზეა, ხეა ტიპი, ნაკრებში კიდე შეაკლა თავი, იგივე ოტამენდი, მონტიელი და სხვა ბევრი. ლეოს მსოფლიოს მერე მოტივაცია აღარ აქვს, პსჟ და ლიგა 1 მაგრად კიდია, აი ბარსაში დაბრუნებით კიდე ახალი მოტივაცია გაუჩნდება, მოიგოს ჩ. ლიგა ბარსასთან ერთად და ამისთვის ექნება 2 წელი. ამ ეტაპზე რთულად მოჩანს ამ ბარსამ ლიგა მოიგოს მაგრამ არგენტინაზეც ეგრე ჩანდა თავიდან სანამ კოპას მოიგებდნენ. კარგი დაცვა, მენტალური სიძლიერე და მოტივაცია, პლიუს შეტევა, ორი კლასნი ბებერი ვისაც ბოლო შანსი ექნებათ ლიგა მოიგონ. რატომაც არა? ვფიქრობ ამ გაჭირვებაში ლეო წამალი იქნება, რაფინიების და ამათ შემხედვარე. თუ ლეო ვერ მოვიდა ჩათვალეთ რაფინიაც დარჩება ტორესიც და ყველა ნაგავი ხლამი
მესი ორ წელიწადში ბევრად მეტ შემოსავალს მოიტანს ვიდრე barca studios-ის 24%
თუ აპირებენ მაინც გაყიდვეს მაშინ დააჩქარონ, ქვეყნის ხალხია მოსაყვანი და მე მგონი უფრო მეტი დასარეგისტრირებელი, ტებასს რო არ გაუთენდა ხვალინდელი დღე. არ მოგვასპო მთლიანად.
ისე ახლა დავფიქრდი და ესპაი ბარსას დაწყება ისედაც გადაიდო რამდენჯერმე, ახლა მესი თუ დაიმატეს მონჟუკზე თამაშით რა შემოსავალს ნახავენ?! ხოდა ბარემ კიდე გადაეწიათ იქეთ და ეთამაშათ ნოუკამპზე ჩვეულებრივად, შემოსავალს აღარ დაკარგავდნენ, ან გადაენაცვლებინათ და სტადიონის რემონტი ბოლოსთვის გადაეტანათ😃 მარა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნოუკამპი კიდეგაქაჩავს ორ სეზონს მაინც რემონტის გარეშე, იმიტორო 2020-ში იწერებოდა მგონი უკვე რო ბათქაში ცვივაო თუ რაღაც ეგეთი🙂
ბუსის, ალბას, დე იონგის, შტეგენს შეუმცირეთ ხელფასები
24% წილი გაყიდეთ
დემბელე, ფერანი, ფატი, დესტი, უმტიტი, ლენგლე, კოლიადო (ტრინკაო ფაქტიურად წასულია) და გაიჯარებულები თუ არიან კიდე ნიკოს და აბდეს გარდა ყველანი.
ამ ყველაფრიდან 200 მლნ მშვენივრად იშოვით
მოიყვანეთ: ინიგო (უფასოდ), გიუნდოგანი (უფასოდ), მესი (უფასოდ), პავარი/არნაუ მარტინესი/მუნიე ერთერთი (პავარი უფასოა აქედან და მგონი მუნიეც), ობამეიანგი (კონტრაქტი უწყდება და უფასოდ), კარასკო (9-15 მლნ ფარგლები ჯდება), ტურამი (უფასოდ), როკე (?) (45-50 მლნ)
Arcert pontshi ar unda gayidon eg wilebi messis mosayvanad. Maximum 2 weli itamashos da mere ras vshvebit. Dgevandel qatams xvalindeli kvercxi jobia.
ახალი მოსული იყო ლაპო იძახდა ჯერ ადრეა ბართომეუს ნაღმებს წინ ველოდებითო ეგრე აგვიხდეს ყველაფერი ტიპმა რა დღეში ჩააგდო კლუბი.მაინც გამოძვრება ეს კლუბი აგერ მილანი არავის ეგონა და კი არის ნახევარ ფინალში.