“ბარსელონასთვის” ლიონელ მესის დაბრუნება როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. არგენტინელს ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბისთვის სერიოზული დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” სჯერა, რომ მესის მომდევნო სეზონში კლუბის შემოსავლის 25%-ის გამომუშავება შეუძლია. კლუბის შიგნით ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ რიცხვმა შესაძლოა 33%-საც მიაღწიოს.
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ბიუჯეტი €1.255 მილიარდით განისაზღვრა, ხოლო მესის პანდემიამდე კლუბისთვის წელიწადში €250-300 მილიონი მოჰქონდა, რაც ხსენებული ბიუჯეტის დაახლოებით 25%-ია.
MD-ს ცნობით, “ბარსა” მესის 2-წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.

მესის რაც ჭირდებოდა წლების მანძილზე იყო კარგი დაცვის ხაზი. ეგ პრობლემა აღარ არის გუნდში და წესით მისი მოსვლით გუნდი იდეალურად დაკომპლექტდება
რა თქმა უნდა გაიზრდება ბიუჯეტი, პარიზში რო გადავიდა მილიონი მაისური გაიყიდა უცებ და მერე მახსოვს რიგები იყო რამდენიმე დღე თურმე დეფიციტი გაჩენილა მაისურების, არ ეგონათ ამდენი თუ გაიყიდებოდა. მერე მაყურებელი ტრიბუნებზე? წარმოიდგინეთ როგორ არიან დაღლილი ფანები რაფინია, ტორეს თუ ფატის ყურებით და ეხლა ლეოსთან ერთად იმედია ტრიბუნებიც გაივსება მუდმივად. ყველაზე ძალიან კი დაცვა გვყავდა მკვდარი ლეოს წასვლამდე, ეხლა უკან ყურება არ დაჭირდება მარტო რობერტზე ფასების კეთებით იქნება დაკავებული.
cezo45, ცოტა ძააან ოცნების ზენიტია, ამ ფინანსური პრობლემების გამო, მაგრამ წარმოდგენის დონეზე, რომ ითქვას
მეფის დაბრუნება,
ლეაო 80 ღირს მარკეტზე და მილანი 100ზე ნაკლებად არ დათმობს, ეგეც ცოტაა, დიდი ალბათობით, თუმცა მარცხნივ დაგვაკვდებოდა.
ილქაი უფასოდ მოვა და პლუს ბერნარდო სილვაც, რომ მოვიდეს, ეს ტრანსფერები იქნებოდა ზღაპარი, მაგრამ ამ ფინანსებით არაფერი გამოვა. მეფე დააბრუნონ და ილქაი უფასოდ მოვა დიდი იმედი მაქვს და დანარჩენს რას იზამენ ვნახოთ.
2024 -ში ეწურება კონტრაქტი და წესით 70-90 მილიონის ფარგლებში უნდა იყოს მისი ფასი.
ტრანსფერმარკეტზე 80 მილიონი უწერია (მიმდინარე ფასი) მაგრამ მილანი რამდენად გაყიდის ეგ სხვა ამბავია
2024 -ში ეწურება კონტრაქტი და წესით 70-90 მილიონის ფარგლებში უნდა იყოს მისი ფასი.
აი რაღაც სასწაულად მინდა რო რაფაელ ლეაო მოვიდეს ბარსაში რაა. საინტერესოა რა ღირს ტრანსფერ მარკეტზე? ტორესი, ფატი, რაფინია, ეს სამივე რო გავყიდოთ არ მოგვივა მაინც? :))