ოთხშაბათს მხოლოდ ლეო მესი არ იყო ის ფეხბურთელი, ვინც რეკორდი გაიმეორა. პედრო როდრიგესმა ევროტურნირებზე მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ამ მაჩვენებელში კუბალას გაუთანაბრდა.
– ლეო მესი 2 გატანილი გოლით ლეგენდარულ ლადისლაუ კაბალას გაუთანაბრდა. პედრო როდრიგესმა ევროტურნირებზე მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ამ მაჩვენებლში მან კუბალას შედეგი გაიმეორა. პედრომ 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, ერთი ევროპის სუპერთასზე და 2 კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე.
– ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 23 მატჩში ”ბარსამ” გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც ახალი რეკორდი დამყარდა.
– გვარდიოლამ ”ბარსას” ისტორიაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე სათამაშოდ ყველაზე მეტჯერ გაიყვანა. მისი ხელმძღვანელებით ლიგაზე გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა.. აქედან ”ბარსამ” 23 მატჩი მოიგო, 13 ფრედ დასრულდა და 5-ჯერ კატალონიელებმა მარცხი იწვნიეს. მას მოსდევენ რაიკაარდი (41 მატჩი), ვან გაალი (40) და იოჰან კრუიფი (35).
– ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში 10 ოფიციალურ მატჩი 14 გოლი გაიტანა.
– ”ბარსამ” გუშინ 23 სახიფათო მომენტი შექმნა. აქედან 11 ლეო მესის, ხოლო 6 დავიდ ვილიას აქტიურობას მოყვა.
– დანი ალვესი ბურთს ყველაზე მეტჯერ, 144-ჯერ შეეხო.
– ”ბარსას” პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 79% ქონდა, მეორეში 63%.
– ”ბარსამ” 779 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ”ბატემ” 244.
– ”ბარსამ” 11 კუთხური ჩააწოდა, ”ბატემ” მხოლოდ 1.
– მასკერანო ბურთის ართმევაში საუკეთესო იყო. მან 9 ართმევა გააკეთა.



