Marca-ს ინფორმაციით, ზაფხულში “ბარსელონას” ქალთა გუნდის პრიორიტეტი “ლიონის” შემტევის, ადა ჰეგერბერგის შეძენა იქნება.
27 წლის ნორვეგიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტა “ოქროს ბურთის” ცერემონიაზე მას შეხვდა.
თუ “ბარსა” ჰეგერბერგის გადაიბირებს, მოსალოდნელია, რომ ქალთა სატრანსფერო რეკორდი დამყარდება. ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული კეირა უოლშის ტრანსფერია, რომელშიც “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” £400 000 გადაუხადა.




ძალიან სასაცილოა, რომ ერიკ გარსიას მეტი სატრანსფერო ღირებულება აქვს ვიდრე მთლიან ქალთა გუნდს
დედალი ჰალანდია ალბათ
წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტა "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე მას შეხვდა.
ეტყობა ძალიან ემოციური შეხვედრა ქონდა და ალბათ შეპირდა აუცილებლად წაგიყვანო ბარსელონაში.