ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად მხოლოდ ლევანდოვსკი (96%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 71% ფრანკ კესიემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ჟირონასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე – ბუსკეტსი, გავი, კესიე – რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” 3-0 მოიგებს.




ზუსტად ასე მეწერა
2-0 მგონია და ლევანდოვსკიმ მინდა გაიტანოს, ეხლა ბენზემა რო დაეწიოს გავგიჟდები.
ზუსტად ასე მეწერა :დდ