აბდეს შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდება

აბდეს შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდება

“ბარსელონას” მაროკოელ თავდამსხმელს, აბდე ეზალზულის, რომელიც იჯარით “ოსასუნაში” თამაშობს, რამდენიმე მსურველი ჰყავს.

Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის შეძენით “ატლეტიკო” და “ვულვერჰემპტონი” ინტერესდებიან. ორივე კლუბი აბდეს გარემოცვას უკვე დაუკავშირდა, თუმცა მაროკოელს “ბარსაში” თამაში სურს. ეზალზული იჯარიდან კატალონიურ კლუბში სეზონის ბოლოს ბრუნდება და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში წარმატების მიღწევის იმედი აქვს.

“ბარსელონა” ახალგაზრდა შემტევს ძალიან აფასებს, თუმცა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე მის ტრანსფერს არ გამორიცხავს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    10 აპრ 2023, 19:21

    ჯერ ფერანი გაყიდეთ და მერე სხვა დანარჩენი

  • cruyff9
    10 აპრ 2023, 16:19

    ესღა გვაკლია

  • nika 54
    10 აპრ 2023, 15:39

    და ამის მსურველებს რო ტორესი შევთავაზოთ არ გამოვა?