ბარსელონა-ჟირონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ჟირონა | მატჩისწინა მიმოხილვა

კვირის შუაში “რეალ მადრიდმა” არ დაგვინდო, მაგრამ უქმეებზე “ბლანკოსმა” პატივი კიდევ ერთხელ გვცა და ქულები დაკარგა.

კიკე სეტიენის “ვილიარეალის” მიერ “რეალ მადრიდთან” ორიდან მეორე მოგება ნიშნავს, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში “ბარსა” წინ 15 ქულით გავა. ეს ისედაც ძალიან დიდი უპირატესობა იქნება, რასაც ისიც ემატება, რომ სეზონის ბოლომდე “ბლაუგრანას” კონკურენტთან შედარებით უფრო მარტივი კალენდარი ექნება დარჩენილი.

სათამაშო ფორმა

მეტოქე კი ისეთი გვყავს, წესით, მარტივად უნდა მოვიგოთ. “ჟირონა” ლა ლიგის ცხრილის შუაშია. კატალონიელები ვერც ევროსაგზურებისთვის იბრძვიან და მათ ჯერჯერობით არც გავარდნა ემუქრებათ.

ლა ლიგის გასულ ტურში მიჩელის გუნდმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, როდესაც ასევე კატალონიური “ესპანიოლი” საკუთარ კედლებში 2-1 დაამარცხა. სტუმრად კი “ჟირონას” ბოლო 6 მატჩში 1, ბოლო 18 შეხვედრაში კი მხოლოდ 2 მოგება აქვს.

შუა კვირაში “ელ კლასიკოში” მიღებული შოკის მიუხედავად “ბარსელონას” საქმეები კარგად მიდის. კატალონიელებმა ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ. მათ ბოლო 4 მატჩი მოიგეს, “კამპ ნოუზე” კი მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ჩავის გუნდს 11 მოგება და 2 ფრე აქვს. ამ 13 თამაშში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, აქედან ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ერთი კი ავტოგოლი იყო.

დანაკლისი

“ელ კლასიკოს” შემდეგ “ბარსელონას” მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ჩავი კვლავ ვერ დაიხმარს დემბელეს, პედრის, კრისტენსენსა და დე იონგს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გუშინ მცირე დისკომფორტი აწუხებდა რობერტ ლევანდოვსკის.

სტუმრებს კი კალიენსი, კებე, რაინიერი და ერერა არ ეყოლებათ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანაკლისი არცერთზე ითქმის.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების ძალიან მცირე ისტორია აქვთ. სულ გამართულ 6 მატჩში “ბარსას” 5 მოგება და 1 ფრე დაუგროვდა. “ბლაუგრანამ” გაიტანა 23 და გაუშვა 3 გოლი.

ის ერთადერთი ფრეც “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაზე მოდის, როდესაც 2018/19 წლების სეზონში კატალონიური დაპირისპირება 2-2 დასრულდა.

მიმდინარე სეზონის პირველ მატჩში “ბლაუგრანამ” მეტოქე სტუმრად 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პედრიმ გაიტანა.

არბიტრი

შეხვედრას გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.

მატეუ ლაოსი 46 წლისაა. მან მსაჯობა 2002 წელს დაიწყო. 2004 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2008 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ლაოსი თამაშში საშუალოდ 24.7 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.9 ყვითელ და 0.31 წითელ ბარათს უჩვენებს. მატეუ ლაოსის მიერ განსჯილი თამაშების 45%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში – სტუმრები.

ანტონიო მატეუ ლაოსის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ჟირონას” თამაშებში:

ბარსელონა ჟირონა
თამაში 48 3
მოგება 32 2
ფრე 10 1
წაგება 6 0
მოგების % 67% 67%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 7 1
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 2 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 10 0
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 7 0

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “ჟირონასთან” არასდროს წაუგია;
  • “ჟირონას” “ბარსელონასთან” მატჩში კარი მშრალად არასდროს შეუნახავს;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 12 თამაშიდან 11 მოიგო;
  • “ჟირონას” ბოლო 7 მატჩში კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “ჟირონას” ბოლო 6 მატჩიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ჟირონას” ბოლო 6 მატჩიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ჟირონას” ბოლო 10 მატჩიდან რვაში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ჟირონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.3 ანიჭებენ, რაც მოგების 77%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 74%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ეს თამაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მშვენიერი შანსი გვაქვს, რომ 15-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვოთ. წაგება დაუშვებელია. “რეალ მადრიდის” მარცხი დამატებით მოტივაციას გვაძლევს

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, არაუხო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტესი, კესიე, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 2-0
  • Sportskeeda: 3-1
  • 90min: 4-2

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • პეპ გუარდიოლა
    10 აპრ 2023, 19:45

    აუცილებლად მოსაგები თამაშია, 15 ქულიანი უპირატესობა უნდა ავიღოთ და მერე ჩავიმ აკადემიის ბიჭებს შანსი მისცეს, ფორვარდი გარემარბი და შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება ჰაერივით

  • nika 54
    10 აპრ 2023, 15:50

    აუცილებლად უნდა მოვიგოთ, და იმედია რეალი კიდევ ერთხელ წაიკუზება 34-ტურამდე, რომ ჩვენ ესპანიოლს ჩემპიონის რანგში ჩავაკითხოთ და საჩემპიონო დერეფანში გავიაროთ, თვითონ კი ლა ლიგიდან აიბარგონ ამ სეზონშიც როგორც გასულში.

  • Rick Sanchez
    10 აპრ 2023, 15:17

    უეჭველად მოსაგები თამაშია, 15 ქულა ლალიგის მოგებას ნიშნავს ოფიციალურად

  • CHEPE
    10 აპრ 2023, 14:20

    კლასიკოზე არ ჩაგესვარათ და ჟირონასთან წაგეგოთ ეგ მერჩივნა მე პირადად…
    ის ჭუჭუ მარგალიტები რა დღეში ყოფილან მეტოქის ბანაკში😄😄😄 წლებია ბარსა ჟიმას წაღმა უკუღმა რეალს აგერ ბოლოს ფინალშიც დაუბაბანა და ამ 0:4 ის მოგებით არამოიდგეს ენებიი😄😄😄 კაიფი იქნება ფინალი ოსასუნამ რომ დაადოს და შერჩერს მკვდარი ვინისიუსუს ხელში😄😄😄

  • me da barca
    10 აპრ 2023, 13:28

    იმედია რეალის საჩუქარს არ გაანიავებთ დღეს.